დათო გომართელი იმ ქართველ შემსრულებლებს შორისაა, რომლებიც წლების განმავლობაში არ გაჩერებულან. სულ წერდა ახალ სიმღერებს და კონცერტებიც მუდმივად ჰქონდა.
ახლა თურქეთში იმყოფება, სადაც კონცერტისა და ახალი კლიპის პრეზენტაციისთვის ემზადება.
დათო გომართელს ექსკლუზიურად დავუკავშირდით ახალი ამბების გასაგებად.
დათო გომართელი:
ახალი კლიპი სეიშელის კუნძულებზე გადავიღე. რეჟისორი მე გახლავართ, ოპერატორი – ადგილობრივი ავიყვანეთ. სიმღერის სახელწოდებაა „მზე და სიყვარული“. მელოდიის ავტორია ლილიკო ნემსაძე, ტექსტის – ირინა სანიკიძე.
კლიპში არის მზე, სიყვარული და კარგი განწყობა.
რაც შეეხება ჩემს კონცერტს, ის 28 აპრილს, „კალისტა ლაქშერი რეზორთის“ ღია აუზზე გაიმართება. პირველად ვაჩვენებთ კლიპს და გავმართავ კონცერტს. ლოკაციიდან გამომდინარე, შესრულდება ჩემი ჰიტები და შემდეგ უკვე უცხოური სიმღერების რემიქსები.
ქართველი მაყურებელი როდის იხილავს თქვენს ახალ კლიპს?
იხილავს ეკა ხოფერიას შოუში. ეკა აქ არის და ყველაფერს იღებს.
ნინო მურღულია