LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე პრაღაში კლიპს იღებს – „პლეიბოის“ ვარსკვლავი მონაწილეობს…“

268

დათუნა მგელაძე ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჩეხეთში, პრაღაში გაემგზავრა, სადაც კონცერტი გამართა. იქვე გადაწყდა, რომ თავის ახალ ქართულ-ფრანგულ სიმღერაზე კლიპს გადაიღებდა. იდეის ავტორი პრაღაში მცხოვრები ქართველი ასმათ შანავა გახლავთ.

დათუნას პრაღაში დავუკავშირდით.

დათუნა მგელაძე:

პრაღაში მე, ვერიკოსა და კახა კუხიანიძეს, ასმათ შანავასგან მიწვევა გვქონდა, აქ კონცერტი გავმართეთ. შემდეგ კი გადაწყდა, რომ აქ რამდენიმე დღით დავრჩებოდი და ასმათ შანავას იდეით, აქ კლიპს გადავიღებდი, რისთვისაც მას დიდ მადლობას გადავუხდი.

კლიპს ვიღებთ ჩემ მიერ დაწერილ სიმღერაზე, რომელსაც ქართულ-ფრანგული ტექსტი აქვს. სიმღერის სახელწოდებაა „No Se Pa“. მოკლედ, მაქსიმალურად ვამსუბუქებ რეპერტუარს. ძალიან მხიარული სიმღერა გამოვიდა. ტურისტის შესახებაა, რომელიც პრაღაში ჩადის და იქაური გოგონა მოეწონება, შემდეგ კი ამ ამბავს სიმღერისას იხსენებს.

გოგონას როლს ვინ თამაშობს?

შეიძლება ითქვას, რომ აქაური პორნოვარსკვლავია, „პლეიბოის“ ყდისთვის არის გადაღებული (იღიმის). სექსუალური გოგონაა. ვერონიკა ჰქვია და ჩემს შეყვარებულს ასახიერებს.

ტექსტი ვინ დაგიწერა?

ტექსტი ეკუთვნის მიშა ცინცაძეს, შესწორებები და მისამღერი კი – მანანა გურგენიძეს. კლიპის რეჟისორი გახლავთ იტალიელი ემანუელ დელაპია.

ამ ვიდეოსთვის იმიჯიც შეგვიცვლია…

(იღიმის) სხვათა შორის, შევიცვალე და ბევრი მეუბნება, რომ მომიხდა. კლიპის გადაღებებს რომ მოვრჩები, თმის გადაპარსვას ვაპირებ. რადგან ყველა მეუბნება, რომ ეს იმიჯი მიხდება, ცოტა ხანს ტვინს გავბურღავ „ფეისბუქზე“ ამ ფოტოებით, შემდეგ კი ისევ გადავალ ჩემს ჩვეულ კოსტიუმებზე (იცინის).

ბოშებთან ერთად გაქვს გადაღებული ფოტო. ისინიც მონაწილეობენ კლიპში?

ძალიან მაგარი მუსიკოსები არიან, ამ სიმღერასაც ძალიან კარგად უკრავენ, თუმცა ჩემს კომპოზიციაში ისინი არ არიან. კლიპში ვიღებთ. ტურისტის უიკენდია ასახული და იქ ბოშებიც შეხვდებიან.

რამდენი ხანია, რაც იღებთ?

გადაღებები კარგად მიდის. უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს ძალიან მხიარულად. დადგმები არ არის, ვიღებთ სხვადასხვა ლამაზ ადგილას, ქუჩებს, ლამპიონებს და ა.შ.

პრემიერა როდის იქნება?

ივნისის ბოლოს. სიმღერის პრემირეაც არ ყოფილა ჯერ, ბოლომდე ჩაწერილიც არ მაქვს, ფრანგული ნაწილია ჩასაწერი და სიტყვების სწორად გამოთქმაში ერთი ადამიანი უნდა დამეხმაროს.

მოკლედ, ძალიან საზაფხულო სიმღერა და კლიპია. ჩემი სტილი უფრო სევდიანი კომპოზიციებია, მაგრამ ეს აღარ მინდოდა. ახალი სიმღერა მელოდიური და მსუბუქია, ზუსტად ისაა, რაც ახლა მჭირდება, თორემ ლირიკული რეპერტუარი, ვფიქრობ, რომ ძალიან მიხდება და ჩემია…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები