LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავალიანების გამო, დენს, გაზს და წყალს საღამოს საათებში, შაბათ-კვირას და უქმე დღეებში ვეღარ გათიშავენ 

122

დენის დავალიანების გადაუხდელობის გამო,  მომხმარებელს საღამოს საათებში და შაბათ-კვირას, უქმე დღეებში და ასევე უქმე დღეების წინა დღეებში  მომხმარებელს ელექტროენერგიას, გაზს და წყალს ვეღარ გაუთიშავენ.

ამის შესახებ დადგენილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ უკვე გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ დადგენილება ელექტროენერგიაზე, წყალსა და ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე ცალკ-ცალკეა გამოცემული და ყველა მათგანში აღნიშნულია, რომ „დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები