LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავასრულოთ ბეტონის ჩონჩხები” – „სფერო დეველოპმენტს“ უპრეცენდენტო შეთავაზება აქვს

127

„დავასრულოთ ბეტონის ჩონჩხები, ავაშენოთ წლობით მიტოვებული შენობები“ -კომპანია „სფერო დეველოპმენტს“ უპრეცენდენტო შეთავაზება აქვს დაუსრულებელი და შეჩერებული მშენებლობების მფლობელებისთვის.

„მზად ვართ გადმოვიბაროთ და განვაახლოთ შეჩერებული მშენებლობები, საქართველოს მასშტაბით,“ – აცხადებენ კომპანიაში. „სფერო დეველოპმენტი“ მიმართავს შეჩერებული მშენებლობების მფლობელებსა და წარმომადგენლებს მიაწოდონ მათი პროექტების დოკუმენტაცია განსახილველად, რათა დეველოპერულმა კომპანიამ აიღოს ვალდებულება, როგორც ინვესტორმა გადმოიბაროს და განაახლოს შეჩერებული მშენებლობები.

„კომპანია „სფერო დეველოპმენტის“ სამშენებლო პოლიტიკაც ამას ითვალისწინებს:  შეჩერებული, დაუსრულებელი მშენებარე ობიეტების გადმობარებას და განახლებას, რაც საქართველოში დეველოპერულ ბაზარზე შექმნილი პრობლემური ვითარების გამოსწორების ერთადერთი გზაა. მოხარულები ვიქნებით, თუ ამ იდეის განხორციელებაში მთავრობაც ჩაერთვება და მარტივად მონახავს გზას ქვეყანაში მიტოვებული მშენებლობების დასასრულებლად.

შესაბამისად კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას და იწყებს პროექტების შესწავლას. როგორც მოგეხსენებათ, კომპანია „სვეტთან” ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება მშენებლობების გადმობარებაზე, თუმცა მათ მიერ   დარვეულ იქნა პირობები და განვითარებულმა მოვლენებმაც „სვეტის” საქმე ჩიხში შეიყვანა.

პროექტები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 11 ა. ელ ფოსტა: [email protected], ტელ:571091095”, – ნათქვამია დეველოპერული კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები