LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მუშაობა უნდა გააგრძელოს

54

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არ უნდა გაუქმდეს.
”მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორედ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე რომელიც არსებობს და შეეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებებს და ატარებს ძალიან დიდ მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სამინისტრომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. ბუნებრივია, როდესაც ოპტიმალიზაციაზე მიდის საუბარი, შეიძლება ბევრი საკითხი განიხილებოდეს, თუმცა იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც ეს სტრუქტურა დღეს ატარებს ჩვენი ქვეყნისთვის, მე ვვარაუდობ, რომ ეს სამინისტრო გააგრძელებს ფუნქციონირებას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები