LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიამ საპატრიარქო დატოვა

29

საქართველოს საპატრიარქო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უკომენტაროდ დატოვა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იგი საპატრიარქოში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა, რას უკავშირდებოდა საპატრიარქოში მისი სტუმრობა, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის მერის მისვლამდე საპატრიარქოში დღეს ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი იმყოფებოდნენ. საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები