LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით საგანელიძის ხელფასი თვეში 21 000 ლარია

41

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ხელფასის სახით თვეში 21 ათასი ლარი ერიცხება, ამის შესახებ გაზეთი „ახალი თაობა“ წერს.

როგორც ჟურნალისტებს საპარტნიოტო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა, ამას აკლდება საშემოსავლო 20%.

მისი ინფორმაციით, 2-3 დღის წინ მიიღო დეპუტატ აკაკი ბობოხიძის წერილი, სადაც ის ოფიციალურად ითხოვს ინფორმაციას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ანაზღაურების შესახებ.

„ეტყობა, არ დააკმაყოფილა ჩემ მიერ სიტყვიერად გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც მე პარლამენტში ყოფნის ბოლო დღეს გავაკეთე და ვთქვი, რომ ამ თანამდებობაზე 2011 წელს მოსული პირების სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 50 ათას ლარს, შემდგომ იყო 40 ათასი, შემგდომ 31 ათასი. ჩემი წინამორბედის ხელფასი იყო 21 ათასი ლარი, ეს არის დარიცხული, ამას აკლდება 20%,“-  განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ხელფასს საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის ხელმძღვანელია პრემიერი.

„როგორ იქნება ჩემი ხელფასი განკარგული, ეს არის ჩემი საქმე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, წინა წლებში ჩემი ხელფასის რა ნაწილი მიდიოდა დახმარებებზე, ნიჭიერი ბავშვების სტიპენდიებზე იმ რაიონებში, სადაც მე დეპუტატი ვიყავი, ასევე, იმ კლინიკებში, სადაც მე ექიმად ვმუშაობდი,“-  განაცხადა საგანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები