LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწას ამაღამ გიგანტური ასტეროიდი მოუახლოვდება

80

გვიან ღამით დედამიწას ასტეროიდი JO25 მოუახლოვდება, „ბიბისის“ ინფორმაციით, ასტეროიდის სიგანე დაახლოებით ნახევარი კილომეტრია. 20 აპრილის ღამეს JO25 დედამიწას 1.8 მლნ კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

NASA-ში ამბობენ, რომ  ბოლო 400 წლის მანძილზე ეს ყველაზე მოკლე დაშორება იქნება ასეთი გიგანტური კოსმოსური სხეულისა და დედამიწას შორის.

ასტეროიდს რეალური საფრთხის მოტანა პლანეტისთვის არ შეუძლია, თუმცა იმ კოსმოსური ობიექტების სიაშია, რომელიც დედამიწისთვის პოტენციურად საშიშია.

თუ ასეთი ზომის ასტეროიდი დედამიწას დაეჯახება, ერთ-ერთი კონტინენტი სრულიად განადგურდება.

ასტეროიდი რეკორდული სიჩქარეით იმოძრავებს, წამში დაახლოებით 33 კილომეტრით, ანუ – დაახლოებით, 120 ათასი კილომეტრით საათში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები