LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Destiny’s Child: ლეგენდარული ტრიოს გამოჩენამ მაღაზიის გახსნა გადაფარა (ფოტო)

97

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გოგონათა ჯგუფი Destiny’s Child ისევ გაერთიანდა. ამჯერად ბიონსე, მიშელ უილიამსი და კელი როულანდი ჰოლივუდში, დიზაინერ პიტერ დანდასის მაღაზიის გახნას დაესწრნენ. ცოტა ხნი წინ კი Destiny’s Child სრული შემადგენლობით ფესტივალ Coachella-ს სპეციალური სტუმარი გახდა. გოგონები სცენაზე ერთად ბიონსეს პერფორმანსის დროს გამოვიდნენ. მათი გამოჩენა ისეთი რეზონანსული იყო, რომ მაღაზიის გახსნის ამბავიც კი გადაფარა.

მაღაზიის გახსნაზე გოგონები ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ, ბიონსემ და მიშელ უილიამსმა არჩევანი შავი ფერის სამოსზე  გააკეთეს. ბიონსე მინი-კაბაში, ხოლო უილიამსი კომბინეზონში იყო გამოწყობილი. კელი როულანდმა კი აქცენტი ვერცხლისფერ, მბზინავ კომბინეზონზე გააკეთა. გოგონებმა ფოტოგრაფებთან დიდხანს იპოზიორეს და მორიგი შეხვედრა შამპანურითაც აღნიშნეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები