LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „ამირანში“ „ანას ცხოვრების“ პრემიერა შედგება

50

Ardaidardo.Ge

ნინო ბასილიას ახალი კინოსურათის „ანას ცხოვრება“ პრემიერა დღეს, კინოთეატრ „ამირანში“, 19:00 საათზე შედგება. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის თებერვალში გაიმართა, შვედეთში, სადაც ქართული კინოპროდუქტი გოტებორგის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე გახლდათ და ნომინირებული იყო ინგმარ ბერგმანის პრიზზე.

 

მიიღო ვალენსიის საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი, მონაწილეობდა პეიკის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად კონკურსში. სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნინო ბასილია დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო რეჟისორი, ხოლო ეკა დემეტრაძე – საუკეთესო მსახიობი ქალი. სტამბოლში ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

„ანას ცხოვრების“ მიერ მიღებული ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, დღეიდან კი ის ქართველი მაყურებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები