LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ბარბარობაა – პატრიარქი მახათას მთაზე ბავშვებს დალოცავს

190

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო პარაკლისს მახათას მთაზე გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. საპატრიარქოს განცხადებით, დღეს პირველად დარეკავს მახათას მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2010წ. დაარსებული ფონდი ივერიისა უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ანხორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.

ბ-ნ გიორგი თავაძეს დაეკისრა ფონდის ხელმძღვანელობა და მოხდა მისი რეორგანიზაცია. იგი გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან. ა.წ. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 12:00 სთ-ზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.