LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ფრანგები ქვეყნის ახალ ლიდერს ირჩევენ

93

ფრენგები ქვეყნის ახალ ლიდერს დღეს აირჩევენ. არჩევნები გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე გაიმართება. დღეს დილიდან ქვეყნის მასშტაბით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცია მობილიზებული. 

საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრი ზომები, სამი დღის წინ, პარიზში პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ მიიღეს.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე თერთმეტი კანდიდატი იბრძვის. 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, ამავე დროს მოსალოდნელია ეგზიტპოლების გამოქვეყნება.

BBC-ის ცნობით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე ცნობილი კანდიდატები არიან: ფრანსუა ფილონი, ბენუა ჰამონი, მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი და ჟან-ლუკ მელანშონი.

თუ კანდიდატებიდან, ხმების 50%-ს ვერც ერთი მიიღებს, მაშინ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, 7 მაისს გაიმართება.

 

 

თამთა უთურგაშვილი