LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოვლინდა

73

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,რიჩის“ ხელმძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილ ბარდას ფხვიერ მასას.

აღნიშნულის შემდეგ აფასოებდენ სხვადასხვა ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოტყუებით ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე.

აღნიშნული ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ასევე ხდებოდა დაფასოების გარეშე, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლები. ასევე ამოღებულია დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები