LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ზომის ზურმუხტის შემოტანის გამო ერთი პირი დააკავეს

37

დიდი ზომის ზურმუხტის ქვის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოტანის გამო ერთი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა – 482,3 კარატის ზურმუხტი.

საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

პოპულალურები