LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

610

ჰოროსკოპის ყველა ნიშანს განსხვავებული კვების რაციონი აქვს. ამიტომ, ზოდიაქოს მიხედვით დიეტის შერჩევისას, აუცილებლად გაეცანით, თუ რა პროდუქტების მირთმევა იქნება თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო.

ვერძი

ვერძის სუსტი წერტილები თავი და სახეა (ხშირი თავის ტკივილები, გაღიზიანება, დეპრესია). მათ ყველაზე მეტად ჭირდებათ მუდმივი დიეტა, რათა დაიცვან თავი საკვების და ალკოჰოლის ჭარბი მიღებისგან. ვერძებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ხილის და ბოსტნეულის, მათ შორის ნიახურის, სტაფილოს, კიტრის, ფერადოვანი კომბოსტოს და ლიმონის მირთმევა.

კურო

კუროს სუსტი წერტილები ყელი და კისერია. როგორც წესი, ისინი სიმსუქნისკენ არიან მიდრეკილი, ამიტომ აუცილებელია სტაბილური დიეტის დაცვა და მაქსიმალურად აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება. პროდუქტებიდან კუროსთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ბოსტნეული და თევზეული. ჯანმრთელობის პრობლემებს კი, ძირითადად ტკბილეულის, ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის ჭარბი მიღება იწვევს.  

ტყუპებიdiets-main

ტყუპების სუსტი წერტილები მხრები და ხელის მტევნებია, გარდა ამისა, მათ საკმაოდ სუსტი ნერვული სისტემა აქვთ (უძილობისა და ნერვული დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხშირი დასვენება). დიეტა ტყუპებისთვის კალცის და B  ჯგუფის ვიტამინების დღიური ნორმის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. როგორც წესი, ზოდიაქოს ეს ნიშანი არაა ჭარბი წონისკენ და ალკოჰოლის ზედმეტი მიღებისკენ მიდრეკილი, თუმცა შესაძლოა ალერგიული რეაქცია ჰქონდეთ ზღვის პროდუქტებზე.

კირჩხიბი

კირჩხიბის სუსტი წერტილები კუჭი და ფილტვებია. სამწუხაროდ, მას არ უყვარს სპორტი, სამაგიეროდ ძალიან უყვარს ტკბილეული, ზოგადად გემრიელად მირთმევა და ამიტომ ყველაზე მეტადაა მიდრეკილი სიმსუქნისკენ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კირჩხიბისთვის განსაკუთრებით აქტუალური ზრდასრულ ასაკში ხდება, როცა მაქსიმალურად მაღალია წონაში მომატების რისკი. ზოდიაქოს ამ ნიშანმა თავი უნდა შეიკავოს იმ პროდუქტების მიღებისგან, რომლებიც შაქარს და სახამებელს შეიცავენ, თუმცა შეუძლია გაამდიდროს საკუთარი რაციონი თევზით, ქათმის ხორცით და თხილით.

ლომი

ლომის სუსტი წერტილები ზურგი და გულია. უმრავლესობა აქტიური ცხოვრების წესს მისდევს და სპორტითაა გატაცებული. მართალია, ლომი გურმანია, უყვარს გემრიელი კერძები და ღვინო, მაგრამ მას ყოველთვის შეუძლია შეიკავოს თავი ცდუნებისგან.  პროდუქტებიდან ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის განსაკუთრებით ის პროდუქტებია (ლეღვი, ყურძენი, ქლიავი) რეკომენდირებული, რომლებიც ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაეხმარებიან.

"Diet" Written with Vegetables --- Image by © photocuisine/Corbis

ქალწული

ქალწულის სუსტი წერტილები სჭმლის მომნელებელი სისტემა და ნაწლავებია. ტიპიურ ქალწულს არ უყვარს აქტიურად ცხოვრება, თუმცა ყოვეთვის დიდ ყურადღებას აქცევს დიეტას. ზოდიაქოს ამ ნიშანს ექიმები ყოველთვის ნერვული სისტემის და კუჭის გაფრთხილებას, ასევე მძიმე და რთულად გადასამუშავებელი საკვებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ქალწულისთვის სასარგებლო პროდუქტებად ყველი, რძის პროდუქტები და ბოსტნეული ითვლება. დიეტის შერჩევისას კი, უპირატესობა კომბოსტოს ან ვაშლის მონოდიეტას უნდა მიანიჭონ.

სასწორი

სასწორის სუსტი წერტილები თირკმელები და ნერვული სისტემაა. არასდროს აქცევეს ყურადღებას ჯანსაღი ცხოვრების წესს და როგორც წესი, რადიკულიტისა და რევმატიზმისკენაა მიდრეკილი. სასწორისთვის განსაკუთრებით სასარგებლო ორთქლზე მომზადებული ხილი და ბოსტნეული, ბრინჯი და ზღვის პროდუქტებია. სწრაფად და ეფექტურად გახდომისთვის კი, ყველაზე უკეთ ნაკლებცხიმიანი და მცირე ნახშირწყლების შემცველი დიეტა დაეხმარება.  

მორიელი

მორიელის სუსტი წერტილები ზურგი და ხერხემალია. მას ძალიან უყვარს გემრიელად მირთმევა და ხშირად ალკოჰოლური სასმელიც ზედმეტი მოსდის. როგორც წესი, მორიელი საკვებში ძალიან ბევრ სუნელს იყენებს, რისგანაც უკეთესია საერთოდ შეიკავოს თავი. გარდა ამისა,  აუცილებლად უნდა ამოიღოს რაციონიდან ხორცის (ღორის, ცხრვის) მსუყე კერძები, რომელთა ჩანაცვლება თავისუფლად შეუძლია ქათმის ხორცით, თევზით და ზღვის დელიკატესებით.

მშვილდოსანი

მშვილდოსანის სუსტი წერტილები სახსრები და ფეხებია. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას, რასაც ძირითადად აქტური ცხოვრების წესით აღწევს. სპეციალური დიეტის დაცვა მას იშვიათად ჭირდება, წონის დასაკლებად კი, პრაქტიკულად ნებისმიერი დიეტა გამოადგება.

თხის რქა

Diet. Dieting concept. Healthy Food. Beautiful Young Woman choosing between Fruits and Sweets. Weight Loss

თხის რქის სუსტი წერტილები მუხლები და კანია. გარდა ამისა, ის დეპრესიისკენაა მიდრეკილი და სწორედ ამიტომ, სხვისთვის უმნიშვნელო პრობლემები საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენენ მის ჯანმრთელობაზე. თხის რქას ყველაზე მეტად ჭირდება თვითკონტროლი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. დიეტის შერჩევისას კი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კალციუმის, B ჯგუფის ვიტამინების ბალანსი და შეიტანოს ყოველდღიურ რაციონში ხილი და ბოსტნეული.

მერწყული

მერწყულის სუსტი წერტილები წვივები და კუნთებია. ის რეგულარულად იცავს რეჟიმს და ყოველთვის სწორად იკვებება. ცდილობს იცხოვროს აქტიურად და ძალიან უყვარს სპორტი. ჰოროსკოპის ნიშნებს შორის, მერწყულზე ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს თამბაქო, მათ შორის პასიური მოწევაც. განსაკუთრებული რეკომენდაციები დიეტის შერჩევისას მერწყულისთვის არ არსებობს. მთავარია, დღის რაციონი მეტწილად რკინისშემცველი (წიწიბურა, ვაშლი, ბარდა) პროდუქტებისგან შეავსოს.

თევზები

თევზების სუსტი წერტილები თითები და ქუსლებია. ასევე აღასანიშნავია, ენდოკრინოლოგიური სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა. სწორედ ამიტომ, მათთვის განსაკუთრებით სასარგებლოა იოდისა და კალიუმის მაღალი შემცველობის პროდუქტები. ჭარბი წონის მიზეზი თევზებში როგორც წესი უჯრედებში სითხის დაგროვება ხდება. ამგვარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად თევზებისთვის მოკლევადიანი დიეტის დაცვაა რეკომენდირებული, რაციონიდან მარილის სრული ამოღებით და მისი ბევრად უფრო ჯანმრთელი პროდუქტებით (კიტრი, ბოლოკი, სტაფილო, საზამთრო, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლობიო) გამდიდრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები