LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან თბილისს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა

50

დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა.

“სულ ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად და ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, წინა ხელისუფლებების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის 1 ჰა ტერიტორია ქალაქს სარეკრეაციო სივრცის სახით დავუბრუნეთ და დღეს მინდა, დიდი სიამაყით გამცნოთ, რომ დასრულდა მოლაპარაკება კიდევ ერთ კერძო მესაკუთრესთან 1,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე. ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა და მე მინდა,  ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება. დიღმის ტყე-პარკი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს. გამოსყიდულ მიწის ნაკვეთებზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შესაბამისი ხელშეკრულების პირობები  თბილისის საკრებულოს შესათანხმებლად წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები