LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას არ ჩაანაცვლებს

128

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას არ ჩაანაცვლებს.

ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონით, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები