ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის მე-13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის, განცხადებით, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახის – მერისა და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენები. მიქელაძის ინფორმაციით, ოლქმა განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული ბიულეტენები მიეწოდა.
„დაწერილია საჩივარი. ამ უბანთან დაკავშირებით შესაბამისს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.