LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება შეურაცხყოფაა- მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე

63

„ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება ძეგლების შეურაცხყოფაა“- განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.

“კამპანია არ არის მერიის ორგანიზებული, არც ნებადართული მერიიდან,  ჩვენ ამას არ მივესალმებით. პროტესტის გამოხატვა უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელი არის. რა ზომებიც იქნება გათვალისწინებული, იქნება დაჯარიმება თუ სხვა სანქციის გატარება, აუცილებლად გავატარებთ. ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს დილით ქალაქის თითქმის ყველა ძეგლს პირბადე ეკეთა. უცნობია ვინ არის კამპანიის ავტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები