LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი მიწისძვრა პერუში – დაღუპულია 1, დაშავებულია 65 ადამიანი

75

ძლიერი მიწისძვრა პერუში – 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, 65 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ აკარის მახლობლად მდებარეობდა. დაზარალებულ რეგიონში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სტიქიის შედეგად სრულიად განადგურებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია საავტომობილო გზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები