LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში რამდენიმე ათეული შეტყობინება შევიდა

102

საგანგებო სიტუაციების სამსახურში, გუშინდელი ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ათეული შეტყობინება შევიდა.

როგორც უწყების პრესსამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, შეტყობინებები ძირითადად, წაქცეულ ხეებს ეხებოდა, რომელიც გზის სავალ ნაწილზე ვარდებოდა.

“იყო შემთხვევა, რომ მსუბუქ ავტომობილს დაეცა ხე, ადამიანების დაშავების ფაქტები არ გვქონია, იყო 2-3 შეტყობინება სახურავის დაზიანებაზე, თუმცა, რაიმე რთული დაზიანება არ დაფიქსირებულა,” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, შეტყობინებების რაოდენობა, რეგიონებთან შედარებით, თბილისიდან უფრო მეტი დაფიქსირდა.