LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Echowaves Festival იხსნება

54

Echowaves Powered by Exit დღეს იხსნება. ახალი მუსიკალური ფესტივალის კარი საღამოს 7 საათზე გაიღება.
ბილეთების შეძენა უკვე კარზეა შესაძლებელი – მულტიპასის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის კი – 90 ლარს.

ფესტივალის ტერიტორიაზე მოქმედებს ტენტზონა. ტენტზონის პასების მეპატრონეებს ფესტივალის ორგანიზატორები რეკომენდაციას უწევენ, ფესტივალის ტერიტორიაზე სწორედ ტენტზონისთვის გამოყოფილი შესასვლელიდან შევიდნენ.

პირველი დღის ჰედლაინერი ხუან ატკინსია. Juan Atkins კონსერვატორიის ალტერ ორკესტრთანდა DzijanEmin-თან ერთად საღამოს 10 საათზე წარდგება მსენელის წინაშე.

Juan Atkinsელექტრონულიმუსიკისერთ-ერთიყველაზემნიშვნელოვანიარტისტია. Derrick May და Kevin Saunderson -თანერთადისტექნომუსიკის, კონკრეტულად კი დეტროიტ ტექნოს დამფუძნებლად მიიჩნევა.

ფესტივალის ტერიტორიაზე 5 სცენა მოქმედებს – WAVE Stage, KHIDI Stage, TAIYO Stage, EYE Stage, AQUA Stage.

KHDI Stage-ზე ისეთ არტისტებს მოისმენთ , როგორებიც არიან Claro Intelecto, Fabrizio Lapiana, Jonas Kopp, EYE Stage-ზე ფესტივალის პირველ დღეს Henrik Shwarz დაუკრავს, TAIYO-ს სცენა კი Henry Saiz-ისა და ბენდის, FOALS-ის დიჯეი სეტის, Dominuk Eulberg-ს მასპინძელია.

ფესტივალის ტერიტორიაზე სცენები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. დღის მანძილზე შეგიძლიათ სხვადსხვა სპორტულ ატივობაში ჩაერთოთ- ითამაშოთ ფეხბურთი, კალათბურთი,გაიაროთ ZIP Line-ზე, დაესწროთ ვორქშოფებს.

 

Echowaves Festival-ს ტერიტორიაზე მოქმედებს ქეშლეს სისტემა. სპეციალურ ჩასარიცხ პუნქტებში ნებისმიერ მსურველი ბარათიდან, თუ ნაღდი ფულით ფესტივალის სამაჯურში შეძლებს თანხის გადატანას – ფესტივალის ტერიტორიაზე ნებისმიერ სერვისის ანაზღაურებას სწორედ სამაჯურის ჩიპით შეძლებთ.

Echowaves Festival ახალი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია Check In Georgia.

ფესტივალზე ისეთი შემსრულების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, NU, Foals (dj set).საერთო ჯამში მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები