LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტეში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

82

ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე სუფისტურ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 155-ს, დაშავებულთა კი 80-ს მიაღწია. ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება პარასკევის ლოცვების დროს მოხდა, ხოლო ადგილობრივი პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირებმა შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლიც გაუხსნეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესროდნენ, დაშავებულთა შორის კი ბევრი ბავშვია.
ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

 

https://www.youtube.com/watch?v=X_byQeM427U

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები