LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი „ბადაგონის“ საქმეზე კომენტარს აკეთებს

44

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ”ბადაგონის” საქმეზე მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე აბსურდულია ამ საქმეზე მთავრობის მიმართ გაკეთებული განცხადებებიც.

”ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. მისი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება, რაც არის აბსოლუტურად არასერიოზული და მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც ეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც ეხება დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენისთვის ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი „ბადაგონის“ დირექტორის, გიორგი სალაყაიას ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლა კონკრეტული პირების ინტერესებში შედის, რომელთაც ხელს მთავრობა უწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები