LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონი სექტემბერში თბილისში კონცერტს გამართავს?!.

69

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელტონ ჯონი თბილისში კონცერტს გამართავს. ბრიტანელ მეგავარსკვლავს საქართველოში სექტემბერში ელოდებიან, როგორც ამბობენ, ცნობილი მომღერალი „საქართველოს ბანკის“ „სოლოს“ მოწვევით ჩამოვა.

Fortuna.ge „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ხათუნა კაკაბაძეს დაუკავშირდა.

ხათუნა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სოლო“ ელტონ ჯონს სექტემბერში ჩამოიყვანს…

დიახ, მეც ვნახე ეს ინფორმაცია სხვადასხვა ადგილას. სამწუხაროდ, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია (იღიმის).

შეგახსენებთ, რომ 70 წლის შემსრულებელი და კომპოზიტორი სერ ელტონ ჯონი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მუსიკოსია პლანეტაზე. ის აღიარებული როკ ენ როლის ერის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემსრულებლად, მიღებული აქვს 5 „გრემი“ და 5 „Brit Awards“, ასევე „ტონის“ ჯილდო. 1963 წლიდან დღემდე აქტიურია. მის რეპერტუარში უამრავი მსოფლიოში ცნობილი ჰიტია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები