LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდს სასამართლოში უჩივიან

91

2016 წელი ემბერ ჰერდისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა: რამდენიმე თვის წინ ლამაზმანი მეუღლესთან, ჯონი დეპთან დაშორების გამო სკანდალში გაეხვია. ამჯერად კი, მისი საქმე კვლავ სასამართლომდე მიდის – მსახიობმა ფილმში გაშიშვლებაზე უარი თქვა, რის გამოც უჩივიან.

ფილმ „ლონდონის მინდვრების“ პროდიუსერები, კრის ჰენლი და ჯორდან ჰერტნერი ირწმუნებიან, რომ ემბერმა წინასწარ იცოდა სცენარისა და მისი თამამი ეპიზოდების შესახებ, ამიტომ როდესაც მასში მონაწილეობას დათანხმდა, აცნობიერებდა რაზეც მიდიოდა. თუმცა, ბოლო მომენტში ჰერდმა უარი თქვა გაშიშვლებაზე.

მსახიობს კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ და ფილმის ავტორები მისგან 10 მილიონ დოლარს ითხოვენ. თავად ჰერდი, რომელიც ამ დროისთვის „სამართლიანობის ლიგის“ გადაღებებით არის დაკავებული, მის გარშემო აგორებული სკანდალის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები