LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკის მინისტრი: ჩვენ თითქმის ყველა კონტინენტიდან გვყავს ინვესტორები

90

ჩვენ თითქმის ყველა კონტინენტიდან გვყავს ინვესტორები, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა, იმ დიპლომატებზეც ისაუბრა, რომლებიც ჩართული იქნებიან ინვესტიციების მოზიდვაში და აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესია – ”ისინი უნდა იყვნენ კარგად ინფორმირებულნი და უნდა იცოდნენ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით”.

ილია ელოშვილის განმარტებით, სწორედ დიპლომატებს აქვთ საშუალება მოიძიონ და ჰქონდეთ ინფორმაციები ინვესტიციების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი არიან წარგზავნილნი.

”რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, ჩვენ თითქმის ყველა კონტინენტიდან გვყავს ინვესტორები და გვინდა, რომ იმ ქვეყნების სია, რომლებიც მუშაობენ ჩვენს საინვესტიციო პროექტებზე, კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს დიპლომატებთან, ვაწვდით მათ ინფორმაციებს მიმდინარე პროექტებზე და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ”, – აღნიშნა ელოშვილმა და დასძინა, რომ სამომავლოდ განახლებადი ენერგიის და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიმართულებით იმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები