LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენმ” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლა – ირაკლი კობახიძე

42

„ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ძალისხმევით წარსულს ჩააბარა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთლიანად იყო აგებული კორუფციაზე, აგებული იყო ტოტალურ ძალადობაზე, მედიის სრულ მონოპლიზაციაზე,“ – ამის შესახებ საქართველოს პარტლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსი ჯარის შემოსვლა. კობახიძის თქმით, სწორედ მათ შეუწყევს ხელი კრემლის სცენარის განხორციელებას

„ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლა, სწორედ მათ შეუწყევს ხელი რუსული, კრემლის სცენარის განხორციელებას. მათ აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ მოვახერხეთ ამ ძალიან მძიმე რეჟიმის წარსულში ჩაბარება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა 2012 წელს და ეს გაკეთდა ყველა შემდგომ არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ შევინარჩუნებთ,“ – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ამ ექვსი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ტოტალური ძალადობის, ელიტური კორუფციის აღმოფხვრა და მედია მონოპოლიებისგან გათავისუფლდა.

„ეს არის „ქართული ოცნების“ მიღწევა. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, მთავარი პრიორიტეტები ჩვენთვის არის ზრუნვა უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ჩვენი საბოლოო მიზანი კი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, ეკონომიკის გაძლიერება, რაც ყველა სხვა ამოცანასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ამოცანაა სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის გაგრძელდება ქვეყნის განვითარება და ამას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.

„ბუნებრივია, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს პლუსები და მინუსები. თუმცა მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია არც ერთი დანაშაული, მით უმეტეს, სისტემური დანაშაული ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს არის ის, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას. ჩვენ ვართ დაფუძნებული თვისობრივად ახალ ღირებულებებზე, ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ განვავითაროთ ქვეყანა. ფუნდამენტურად შევცვალეთ ჩვენს სახელმწიფოში ვითარება დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ყველა მიმართულებით თავისუფლება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა.

„წარსულს ჩავაბარეთ მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ძალა, რომელიც ვეღარასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები