LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმ კომაროვსკის რეკომენდაციები გრიპისგან თავის დასაცავად

62

ექიმი ევგენი კომაროვსკი სეზონური გრიპების შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ეს რეკომენდაციები დაეხმარება ადამიანებს მეტი გაიგონ ვირუსული ინფექციების, მათი მიმდინარეობისა და პროფილაქტიკის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა წარმოშობისაა გრიპი. მნიშვნელოვანია, რომ ესა ვირუსლი ინფექცია, ის გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და აზიანებს სასუნთქ გზებს.

რა უნდა ვიცოდეთ გრიპის პროფილაქტიკის შესახებ:

  1. თუ არის საშუალება აიცრათ გრიპზე, უმჯობესია ეს გააკეთოთ მთელმა ოჯახმა. 
  2. პროფილაქტიკური საშუალებები არ არსებობს.  ხახვი, ნიორი ან რაიმე სხვა საშუალებს გრიპზე არ მოქმედებს დადებითად. ასევე არაფრისმომცემია ანტივირუსული აბების მიღება, ეს ყველაფერი რეალურად მიმართულია თქვენი ნერვების დასამშვიდებლად და არა გრიპის პროფილაქტიკისთვის. 
  3. ვირუსის წყარო ადამიანია. რაც ნაკლები ადამიანია თქვენს გარშემო, მით ნაკლებია დაინფიცირების შანსი. კარანტინი ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გამოსავალია. 
  4. ნიღაბის ტარება აუცილებელია დაინფიცირებული ადამიანისთვის, რადგან ის ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. 
  5. აუცილებელია ხელის ხშირად დაბანა. 
  6. სეირნობა სუფთა ჰაერზე არასოდეს არაა საშიში. 
  7. სასურველია ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება, ესაა ოთახში 20 გრადუსამდე ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა 50–70 %-მდე. სასურველია ოთახის ხშირი დალაგება და განიავება.

რა გავაკეთოთ თუ გრიპი მაინც შეგვხვდა:

  1. სასურველია თბილად ჩაიცვათ და შეინარჩუნოთ ოთახში ტემპერატურა არაუმეტეს 20 გრადუსისა, ტენიანობა კი 50–70 %-ის ფარგლებში. 
  2. არ უნდა ჭამოთ ძალდატანებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოისურვებთ. 
  3. ძალზედ მნიშვნელოვანია სითხის მიღება. მინერალური წყალი, ჩაი, წვენები საუკეთესო გამოსავალია. 
  4. აუცილებელია ასევე ცხვირის ნესტოების დატენიანება ფიზიოლოგიური ხსნარით. 
  5. მაღალი ტემპერატურის დრო შეიძლება მხოლოდ პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტების გამოყენება, კატეგორიულად არ შეიძლება ასპირინი. 
  6. ვირუსულ ინფექციას არ არჩენს ანტიბიოტიკები. ისინი უფრო მეტად ზრდის ვირუსის გართულებების რისკსს. 
  7. არანაირი ხველის საშუალება, მათ შორის სიროფის სახით არ შეიძელბა ექიმის დანიშნულების გარეშე.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს:

  1. გონების დაკარგვის დროს. 
  2. ციებ-ცხელებისას. 
  3. გართულებული სუნთქვის დროს. 
  4. სხეულის ნებისმიერ ადგილას ინტენსიური ტკივილების დროს. 
  5. ყელის ტკივილისას სურდოს გარეშე. 
  6. თავის ტკივილისა და ღებინების დროს. 
  7. შეშუპებისას. 
  8. გამონაყარის დროს. 
  9. როცა ტემპერატურა ცდება 39 გრადუსს და არ ჩამოდის ქვევით წამლის მიღებიდან 30 წუთში. 
  10. თუ ტემპერატურას თან ახლავს ოფლის ძლიერი გამოყოფა და ავადობა გრძელდება 4 დღეზე მეტხანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები