LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: ხილის წვენები წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია

153

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მიიჩნევს, რომ ხილის წვენებსა და კომპოტებს მშობლები პატარებს გაუაზრებლად ასმევენ. ექიმს მაგალითად მოჰყავს ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაცია, სადაც ძუძუთი კვება 6 თვემდე მკაცრად რეკომენდებულია. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ მშობლემა ძუძუთი კვება წლამდე ასაკშიც უნდა გააგრძელონ და სურვილის შემთხვევაში, ერთი წლის მერეც. აი რაც შეეხება ტკბილ წვენებსა და კომპოტებს, აქაც რეკომენდაციები უმკაცრესია.

პედიატრთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ 12 თვემდე ასაკის ბავშვისთის ხილის წვენებისა და კომპოტების მიცემამ შესაძლოა ბავშვის კუჭნაწლავის სიტემას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მეტიც, უნდა შეიზღუდოს ხილის წვენები 1 წლიდან 3 წლამდე ბაშვებშიც და დღიურმა ნორმამ არ უნდა გადააჭარბოს ნახევარ ჭიქას. 4-დან 6 წლამდე ასაკში დაშვებულია მხოლოდ 200 მილიგრამი წვენის მიცემა, ხოლო 7-დან 18 წლამდე ასაკში არა უმეტს 1 ჭიქისა დღეში. პედიატრი ევგენი კომაროვსკი დასძენს, რომ ხილის წვენს განსაკუთრებული სარგებელი არ აქვს და დიდი რაოდენობით შაქრის მიღება უფრო მეტად ვნებს ორგანიზმს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები