LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რა სიხშირით უნდა ვაბანაოთ ბავშვი?

875

ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი მშობლების ყველაზე აქტუალურ კითხვებს საკუთარი ვიდეო-ბლოგით პასუხობს. რა სიხშირით უნდა ვაბანაოთ ბავშვი, ეს კითხვა ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუაური თემაა.

ევგენი კომაროვსკის პასუხი ვრცლად: „პირველ რიგში ესაა კითხვა, რომელიც დაკონკრეტებას მოითხოვს. სად ვაბანავებთ ბავშვს და რა ასაკში. ამიტომ იქამდე, სანამ ვუპასუხებთ კითვას, უნდა გავიგოთ რისთვის ვაბანევებთ ბავშვს? ჰიგიენისთვის, სპორტული აქტივობისა თუ სიამოვნებისთვის.

ზოგადად, როცა საუბარია ბანაობზე, იგულისმება ბავშვის ტრადიციული ბანაობა საღამოს საათებში. უმჯობესია ბავშვის დაბანა დავიწყოთ მას მერე, რაც მას ჭიპლარი მოძვრება. ამისთვის სასურველია დიდი ზომის დასაბანი ტაშტი და არა ის პატარა მოცულობის ტაშტები, რაც ყველგან იყიდება. სივრცემ უნდა მისცეს პატარას მოძრაობის საშუალება, ამ დროს ტანი მთლიანად წყალში უნდა იყოს და ბავშვი თავით ზევით ღრმად სუნთქავდეს. ასეთ დროს ფილტვებიდან ამოდის დიდი ოდენობით მტვერი , რომელიც იქ დღის მანძილზე გროვდება. ბანაობის საუკეთესო დრო საღამოს 9 საათია, მაშინ როცა მშობლები სამსახურიდან ბრუნდებიან. ამის მერე პატარამ უნდა ჭამოს და დაიძინოს. ბავშვისთვის ეს გავარჯიშების კარგი საშუალებაა, რადგან ამ დროს ის ფიზიკურად აქტიური ხდება, იღლება, ენერგიას ხარჯავს და აძლევს მშობლებს საშუალებას 6-7 საათი მშვიდად იძინონ.

წლამდე ბავშვების მშობლებისთვის ეს ფანტასტიკურია. მთავარია, რომ არ ავურიოთ ასეთი სახის მსუბუქი დაბანვა ბანაობისგან. ბევრს აქვს აკვიატება ბავშვი ყოველდღე დაბანოს საპნით. იმ ფონზე, როცა ამ ასაკის ბავშვი ყოველდღიურად ვერ დაისვრება.  

ზოგადად მიაქციეთ ყურადღება, რა მოსწონს ბაშვს, როგორია პატარას ურთიერთობა წყალთან. თუ ეს მას მოსწონს, შეიძლება ის აბანაოთ კვირაში ორჯერ, საპნის გამოყენებით და ნელ-ნელა შეამციროთ წყლის ტემპერატურა, რათა ბავშვმა გაკაჟება შეძლოს.

უნდა გავნსაზღვროთ, რისთვის ვბანთ მას, ესაა სპორტული ინტერესი, სიამოვნება თუ ჰიგიენა. სამივე შემთხვევაში შეიძლება გაიცეს სხვადასხვა რეკომენდაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები