LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როცა პედიატრი ნიშნავს „იმუნიტეტის ასამაღლებელ“ წამალს, ის გამოსაცვლელია

235

ექიმი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ამჯერად უკრაინელი ექიმი ცდილობს ახსნას, როგორ ვიპოვოთ სანდო პედიატრი.

მშობელი ინტერესდება, როგორ ვიპოვოთ ბავშვთას ექიმი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობით და ღირს თუ არა მის მიერ დასმული დიაგნოზის სხვა ექიმთან გადამოწმება.

„პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ბავშვთა ექიმის მოვალეობაა, დაგეხმაროთ თქვენ და გადაჭრას თვენი პრობლემები. თუ პედიატრთან ვიზიტის მერე თქვენი პრობლემები ისევ მოუგვარებელი რჩება ან პრობლემა იმაზე მეტია, ვიდრე გამოსავალი, ეს ცუდის ნიშანია. ექიმის მიერ წარმოთქმული ფრაზა, რომ ყველაფერი იმაზე ცუდათაა, ვიდრე თქვენ გგონიათ, უკვე ნიშანია იმისა, რომ ექიმი შესაცვლელია. ექიმი თქვენთან არ უნდა ავლენდეს თავის ინტერესებს, არ უნდა აკრიტიკებდეს სხვა ექიმებს, არ უნდა გაგზავნიდეთ კონკრეტულ ლაბორატორიაში ანალიზებზე და კონკრეტულ სააფთიაქო ქსელებში. ის აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიური და ღიმილიანი. ეს ყველაფერი ადამიანური რეკომენდაციებია. თუ თქვენ მუდმივად ამაღლებთ თქვენს ცოდნას მედიცინაში, გათვითცნობიერებული გაქვთ მშობლის პასუხისმგებლობა სხვაზე მეტად, თუ ელემენტარული სამედიცინო წესები იცით, მაშინ ექიმის მიერ დასმული დიაგნოზისა და დანიშნული წამლების სისწორეში ეჭვს თავადაც შეიტანთ.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, როცა ექიმი გამუდმებით სვამს დისბაქტერიზის დიაგნოზსს, ნიშნავს „იმუნიტეტის ასამაღლებელ“ წამლებს, 2 თვის ასაკიდან ნიშნავს ვაშლის წვენს, როცა ჩვეულებრივ ხველას მკურნალობს ამოსახველებელი წამლებით და რეკომენდაციას უწევს ვიტამინებს  მადის მოსამატებლად, ეს ექიმი გამოსაცვლელია.

მთავარია აქედან გამოიტანოთ ორი ძირითადი დასკვნა. ზოგადი პედიატრიის პრობლემა არაა ერთი კონკრეტული ექიმის პრობელმა და არსებულ სიტუაციაში მშობელი მინიმალურად მაინც უნდა ერკვეოდეს მედიცინაში “ -განმარტავს ექიმი კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები