LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

93

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ექსლკუზიურად „ფორტუნას” მკითხველისთვის 2017 წლის – წითელი მამლის წელიწადის მოკლე ასტროლოგიური დახასიათება შეგვიდგინა. გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს წელი ჰოროსკოპის თითოეული ნიშნიშნისთვის.

 

ვერძი

ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, მოულოდნელი ცვლილებების წელიწადია, რაც პირველ რიგში პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, საკმაოდ სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიონალურ სფეროშიც. შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარიერულ წინსვლასა და განვითარებას, საქმიანი პარტნიორები კი, ბიზნესთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ფრიად საინტერესო თანამშრომლობას შემოგთავაზებენ. გაიჩენთ ახალ ნაცნობებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენში რომანტიკული გრძნობების გაღვიძებას. გამომდინარე აქედან, მომავალ წელს ბევრი თქვენთაგანი გადაწყვეტს დაქორწინებას, მითუმეტეს, რომ მამლის წელიწადი ხელს უწყობს სტაბილური საქორწინო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შვილების გაჩენას და მრავალფეროვანი სამომავლო გეგმების დასახვას.

 

კურო

2017 წლის ცვლილებები პირველ რიგში თქვენს პროფესიონალურ საქმიანობას უკავშირდება – ცვლილებებია მოსალოდნელი კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. გაგიჩნდებათ სურვილი და შესაძლებლობა გახდეთ ლიდერი, საკუთარ თავზე აიღებთ საკმაოდ სერიოზულ პასუხისმგებლობას და იქნებით მეტად წარმატებული ხელმძღვანელი, შეძლებთ თვითგამოვლენას, საკუთარი ორგანიზატორული უნარების და შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად წარმოჩენას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კარიერულ წინსვლას.

 

ტყუპები

საკმაოდ სასიკეთო წელიწადია. შეძლებთ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას, პოზიციების გამაგრებას და პოპულარობის მოპოვებას. გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, რაც დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სპონსორების, გავლენიანი პირების და საჭირო ფინანსების მოძიებაში, ეს კი,  თავის მხრივ ხელს შეუწყობს თქვენი იდეების რეალიზაციას და სურვილების ასრულებას. კარგი წელია რომანტიკული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად, რაც ასევე შეუწყობს ხელს თქვენს შემდგომ წინსვლასა და წარმატებას.

 

კირჩხიბი

2017 წელს თქვენს ცხოვრებაში განვითარების საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. რადიკალურად შეგეცვლებათ წარმოდგენა როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემომყოფებზე. არაა გამორიცხული პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ არა მარტო საკუთარ, არამედ ახლობლების მოქმედებებსა და მომავალზეც. იძულებული გახდებით გადაწყვიტოთ უძრავ ქონებასთან, სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები. ფსიქო-ემოციონალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად კი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოჯახის, ნათესავების და ერთგული მეგობრების მხარდაჭერა.

 

ლომი

მომავალი წელი საკმაოდ ბევრ ცვლილებას გპირდებათ. გაგიჩნდებათ სურვილი შეცვალოთ და ახლებურად წარმართოთ ურთიერთობა ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. 2017 წელი თქვენთვის კარმული წელიწადია, ამიტომ მოგეცემათ საშუალება გაარკვიოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, გაითვალისწინოთ და გამოასწოროთ ძველი შცდომები. ეცადეთ ყველა გაუგებრობა წლის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან სწორედ ამ დროსაა პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო პერიოდი.

 

ქალწული

2017 წელი სასიკეთო და სასიამოვნო ცვლილებების წელიწადია, პირველ რიგში ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. შეძლებთ საკუთარი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, ფინანსური სახსრების მოძიებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გამომდინარე აქედან, გასულ წელთან შედარებით, მომავალი წლის პირველ ნახევარში ნაკლებად შეგექმნებათ მატერიალური პრობლემები. არაა გამორიცხული დაინიშნოთ ახალ თანამდებობაზე ან მიიღოთ დამატებითი ბონუსები გაწეული მუშაობისთვის. კარგი წელია გავლენის და საქმიანი სფეროს გასაფართოებლადაც.

 

სასწორი

საინტერესო და თავისებურად უჩვეულო წელიწადია, რადგან თქვენს ცხოვრებაში ექვს – ზოგიერთ შემთხვევაში კი, 12-წლიანი განვითარების ციკლი იწყება. ეს კი, საკმაოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენი ცნობიერების ტრანსფორმაციაზე, მეტი დრო მოგეცემათ თვითშემეცნებისთვის, რაც საკმაოდ პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს პროფესიონალურ საქმიანობასა და სოციალურ მდგომარეობაზე. შეძლებთ საკუთარი კომპეტენტურობის გამოვლენას და გარშემომყოფებთან ურთიერთობის შეცვლას. ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიონალურ საქმიანობაშიც, არაა გამორიცხული საკმაოდ აქტიურად ჩაებათ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ საქმიანობაში და მოიპოვოთ მაღალი სოციალური სტატუსი.

 

მორიელი

საკმაოდ რთული იქნება წლის დასაწყისი, არაა გამორიცხული თავი იჩინონ სხვადასხვა სახის ცდუნებებმა, მოულოდნელმა და გაუგებარმა პრობლემებმა. იძულებული გახდებით დაეყრდნოთ საკუთარ ინტუიციას, რათა გაერკვეთ არა მარტო სხვათა, არამედ საკუთარი მოქმედებების მოტივებშიც. თებერვლის შემდეგ სიტუაცია ეტაპობრივად გაუმჯობესდება, რადგან შავი მთვარე დატოვებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. მოგეცემათ თვითგამოვლენის შესაძლებლობა, ერთგარ ტრანსფორმაციას განიცდის თქვენი შინაგანი სამყარო, გაიხსნებით კონტაქტებისთვის, გაიჩენთ ახალ ნაცნობებს და დაამყარებთ საინტერესო კავშირებს.

 

მშვილდოსანი

მამლის წელი თქვენთვის მოულოდნელი პერსპექტივების, საინტერესო ცვლილებების, კარიერული წინსვლისა და განვითარების წელიწადია. ფრიად წარმატებული იქნება წლის პირველ ნახევარში კოლექტიური საქმიანობა, რაც საგრძნობლად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. გაიხნებით ყველა სახის სიახლეებისა და ცვლილებებისთვის, სასიკეთოდ წარმართავთ საკუთარ ბიზნესს, აქტიურად ჩაერთვებით შემოქმედებით საქმიანობაში. კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, თუმცა,  იძულებული გახდებით გამოიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ძალიან მაღალია სხვადასხვა სახის ცდუნების, ავანტურული მოქმედებების და სხვათა მხრიდან თქვენი მოტყუების ალბათობა, რაც საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს საერთო ჯამში მეტად სასიკეთო წელიწადზე.

 

თხის რქა

ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შეძლებთ საკუთარი იდეების მეტად ორიგინალურად განხორციელებას და გარკვეულწილად ოცნებების ასრულებას. კარგი პერიოდია პროფესიონალური წინსვლისა და განვითარებისთვის, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის დასამყარებლად. შეძლებთ ერთის მხრივ ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ან ოჯახის შექმნას, მეორეს მხრივ კი, არაფრისმომცემი კავშირებისგან ან ძველი, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებას.

 

მერწყული

მოულოდნელობების წელიწადია, რაც პირველ რიგში მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული. საკმაოდ მრავლად იქნება მოულოდნელი შეხვედრები და მოგზაურობები. კარგი წელიწადია პროფესიონალური განვითარებისთვის, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი წლის მეორე ნახევარში გახდება. გააქტიურდით და მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობაში, გააფართოვეთ თქვენი კავშირები და დაინტერესდით ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური საკითხებით, რადგან რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენთ, მით უფრო სასიკეთოდ შეძლებთ მომავალი წლის სასიკეთო პერსექტივების გამოყენებას.

 

თევზები

გარკვეულწილად გარდამტეხი წელიწადია, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. იძულებული გახდებით იზრუნოთ ფინანსურ სტაბილურობაზე, რადგან სწორედ ფინანსები გახდება თქვენი იდეების რეალიზაციის და ოცნებების ასრულების მთავარი ფაქტორი. საკმაოდ ბევრი იქნება დამოკიდებული პარტნიორთა მოქმედებასა და მათ   ერთგულებაზე. ინტუიციაზე დაყრდნობით კი, შეძლებთ დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები