LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპოჯორჯიაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება

79

გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია”, 12-14 აპრილს, გიწვევთ მე-20 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სადაც ერთ სივრცეში წარმოგიდგენთ:

  • ტურისტულ გამოფენას;
  • ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალს;
  • HORECA Expo 2018-ს.

როგორც ”ექსპოჯორჯიაში” აცხადებენ, 3 დღის მანძილზე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის მწარმოებელი კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკოტურისტული კომპანიები თავიანთ პროდუქციას და მომსახურების სფეროებს წარმოადგენენ.

ფასდაკლებების ფესტივალის სტუმრებს ელით ბევრი სპეციალური შეთავაზება, სამოგზაურო პაკეტები ექსკლუზიურ ფასად, კონკურსები, გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება თუ სიურპრიზი. მოდი ფესტივალზე და გაიგე ყველაფერი 2018 წლის ტურისტული სეზონის შესახებ”, – განმარტავენ გამოფენების ცენტრ ”ექსპოჯორჯიაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები