LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Eric Benet-ს მიმართვა ქართველ მსმენელს – „ეს სიგიჟე იქნება…“

35

Eric Benet და Cee Lo Green „ბლექ სი არენაზე“ ერთობლივ „სოულის ღამეს“ გამართავენ. ბენე საქართველოში აქამდეც გახლდათ ჩამოსული და ორი კონცერტი გამართა, ერთი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და მეორე ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ეზოში.

ბენე „სოულის ღამის“ გასამართად 10 აგვისტოს „ბლექ სი არენამ“ მოიწვია. შეკვეთილში მდებარე 10 000-კაციან დარბაზში ბენე კიდევ ერთ ცნობილ ამერიკელ მომღერალთან, სი ლო გრინთან ერთად წარდგება. ორივე შემსრულებელი ჯერ საკუთარ პროგრამას შეასრულებს, შემდეგ კი დუეტებსაც შემოგვთავაზებენ. სოულის მოყვარულებისთვის ეს კონცერტი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. ვინც ერიკ ბენეს კონცერტზე ნამყოფია, ამაში ნამდვილად დაგვეთანხმება.

ერიკ ბენეს მიმართვა ქართველი მსმენელისადმი „ბლექ სი არენამ“ მცირე ხნის წინ გაავრცელა.

„გამარჯობა, საქართველო, ეს თქვენი ბიჭია, ერიკ ბენე. როგორც იცით, თქვენი ქვეყანა შემიყვარდა. როცა საქართველო დავტოვე, ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი და იცით, რა? მე ვბრუნდები, ამჯერად, მომყავს სპეციალური სტუმარი – მისტერ სი ლო გრინი. 10 აგვისტო „ბლექ სი არენაზე“ განსაკუთრებული იქნება!..

როგორი დრო ატარეთ ჩემს პერფორმანსზე, იცით, მაგრამ თქვენ სი ლო  გრინი არ გინახავთ, ის დიდებულია!.. იქ უნდა იყოთ, ეს სიგიჟე იქნება. ჩვენ სიუპრიზები გვაქვს თქვენთვის, მალე შევხვდებით ერთმანეთს!..“ – აღნიშნავს ამერიკელი შემსრულებელი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები