LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ ჩემპიონატზე ორჯერ პენალტებით: ხორვატია ისტორიაში მეორეა

45

ხორვატია გახდა მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი პენალტების სერია მოიგო.
ზლატკო დალიჩი ოქროსკენ მიმავალ გზას ადგას.
ხორვატიის ნაკრები ნახევარფინალში ისე გავიდა, რომ ორივე საპლეიოფო შეხვედრაში მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში მოგება დასჭირდა. მერვედფინალში ხორვატებმა დანია გაიარეს (1:1, პენ – 3:2), ხოლო მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი გააჩერეს (2:2, პენ – 4:3).
აქამდე მხოლოდ ერთ გუნდს ქონდა მოგებული ორი პენალტების სერია ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე. 1990 წლის მუნდიალზე არგენტინამ იუგოსლავიას აჯობა მეოთხედფინალში და მერე ნახევარფინალში მასპინძელ იტალიას.

2002 წლის ჩემპიონატზე ესპანეთმა პენალტებით ირლანდიას მოუგო, შემდეგ კი სამხრეთ კორეასთან დამარცხდა. 2014 წლის წინა პირველობაზე კოსტა რიკა პენალტების ლოტერეაში საბერძნეთზე იღბლიანი აღმოჩნდა, შემდეგ კი იგივე გზით ჰოლანდიასთან დამარცხდა, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალი წააგო არგენტინასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში.

ხორვატია ნახევარფინალში ინგლისს ეთამაშება, რომელმაც ამ მუნდიალზე ასევე მოიგო კოლუმბიასთან თამაში პენალტების სერიაში, რაც „სამი ლომისთვის“ პირველი შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატზე.
მატჩი 11 ივლისს, მოსკოვშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები