LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა ლანგორია შვილის გაჩენის შემდეგ პირველად გამოჩნდა

322

19 ივნისს 43 წლის ევა ლანგორია პირველად გახდა დედა. „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავს პატარა ბიჭუნა შეეძინა, რომელსაც მეუღლესთან, ხოსე ანტონიო ბასტონთან ერთად სანტიაგო ენრიკე დაარქვა. თუმცა, მსახიობი არ აპირებს დიდხანს დასვენებას და სავარაუდოდ ძალიან მალე მოკიდებს ხელს ახალ სამუშაოს.

მართალია, ლანგორია ხშირად აქვეყნებდა საკუთარ Instagram-ში სანტიაგო ენრიკეს ფოტოებს, მაგრამ მაქსიმალურად ერიდებოდა მისი სახის ჩვენებას, რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა შვილთან ერთად ჟურნალის HOLA ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და  ფოტოებიც პირევლად გამოქვეყნდა ოფიციალურად.

თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული დარჩნენ ლანგორიას და სანტიაგო ენრიკეს ფოტოებიც, რომელიც როგორც აღმჩნდა, ძალიან ჰგავს მამას.

შვილის გაჩენის შემდეგ ევა ლონგორია პირველად გამოჩნდა ფილმის პრემიერაზე. მსახიობს თეთრი კაბა– კოსტიუმი ეცვა და წონაში მომატების მიუხედავად, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები