LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი და იაპონია თავისუფალ ვაჭრობას იწყებენ

39

ევროკავშირი და იაპონია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის გამარტვიებული ვაჭრობის შედეგად, საქონელი ქვეყნებში სატარიფო ბარიერების გარეშე შევა. როგორც BBC იუწყება, ამ ეტაპზე შეთანხმების ძალიან ცოტა დეტალია ცნობილი, რადგან საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო სექტორი ამ შემთხვევაში იაპონური ავტომობილებია ევროკავშირისთვის , ხოლო იაპონიისთვის- ფერმერული პროდუქცია.

ცნობისთვის, პირველად გეგმას მხარეებმა ბრიუსელში მოაწერეს ხელი იაპონიის პრემიერმინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც G20-ის შეხვედრის წინა დღეს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები