LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

83

ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.  ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. აღნიშნული საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით გასული წლის სექტემბერში გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები