LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა სირიას სანქციები მომდევნო ერთი წლით გაუხანგრძლივა

30

ევროკავშირმა სირიის მთავრობას სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2019 წლის პირველ ივნისამდე კვლავ ძალაში რჩება.

„სირიის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ სანქციები ბაშარ ალ ასადის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლა 259 პირს ეკრძალება, სასანქციო სიაში 67 კომპანიაა. გარდა ამისა, სანქციები გულისხმობს ნავთობზე ემბარგოს, გაყინულ ანგარიშებსა და საექსპორტო შეზღუდვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები