LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ, შესაძლოა, საირმე და წყალტუბო აღიაროს

516

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციამ საირმისა და წყალტუბოს მათ რიგებში გაწევრიანების საკითხი დააყენა. როგორც იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა,  ამ ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს, რომ ევროპა საირმეს და წყალტუბოს აღიარებს, როგორც თერმულ, ასევე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ევროპაში.

იმერეთიდან ორივე კურორტზე ინფორმაცია უკვე მიწოდებულია აღნიშნული ორგანიზაციისთვის და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ანსამბლეა საკითხს უახლოეს ხანში გადაწყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები