LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე “ვენეციის კომისიის” შესაბამისი შეფასება ექნება – თამარ ხულორდავა

72

საქართვლოსა და ევროკავშირის ურთიერთობები და მიღწეული პროგრესი იყო ევროკავშირი-საქართვერლოს ასოცირების კომიტეტის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის მთავარი თემა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, განაცხადა, საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს.

„საკითხი, რომელიც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, ეს იყო ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კი მათ პოზიცია ასეთია, რომ შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტს ექნება ამ პროცესთან მიმართებაში, ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება,“ – განაცხადა ხულორდავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები