LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობას აფინანსებს

69

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ,  კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის, პროექტს დაემატა კლდეზე საცოცი კედელი.

,,სამწუხაროდ, კომპანია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს შესაბამისი ხარისხით, რის გამოც გვაქვს ჩამორჩენა. ჩვენ მივეცით მათ მითითება. მშენებლობაზე დავაყენეთ სამეთვალყურეო კამერები, რომ დავაკვირდეთ მშენებლობის პროცესს. თუ არ გამოსწორდება ვითარება, იძულებული ვიქნებით ჩავანაცვლოთ კონტრაქტორი“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები