ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების საგანგაშო სტატისტიკა – თბილისში გერმანელი პროფესორი დრალე ჩამოდის

პოპულარული

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების საგანგაშო სტატისტიკა – თბილისში გერმანელი პროფესორი დრალე ჩამოდის

გადაცემა ”სტუმრად ექიმთან” ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს მიეძღვნა. ცნობილია, რომ მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს შემდეგ,ფარისბერი ჯირკვლის კიბო სტატისტიკურად მესამე ადგილს იკავებს. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მეორე ადგილზეა დიაბეტის შემდეგ, რომლითაც წელიწადში 65 მლნ. ადამიანი ავადდება. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქირურგი ონკოლოგი, ქირურგი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ედიშერ სიხარულიძე და ჟურნალისტი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი თამუნა გოგოლაძე. გადაცემიდან ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 27,28,29 აპრილს, ავერსის კლინიკას პროფესიული ვიზიტით ეწვევა მსოფლიოში ცნობილი, ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავჯდომარე, ქ. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ჰენინგ დრალე.

ბატონო ედიშერ, რა არის ის აუცილებელი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შესახებ?

ფარისებრი ჯირკვლის კიბო მესამე ადგილზეაძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს კიბოს შემდეგ. პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. ამიერკავკასიის რეალობაში ”ავერსის კლინიკა”არის ერთადერთი სპეცილიზირებული დაწესებულება, სადაც ერთ სივრცეში ხდება,როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობის სრული სპექტრი. პირველი ეტაპი არის ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის ბიოფსია. ტერმინი ”კვანძი” გულისხმობს რამდენიმე პათოლოგიას და ყოველი წარმონაქმნი, რა თქმა უნდა, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. ციტოლოგიური დასკვნის შემდეგ, როდესაც პაციენტს დაუდგინდება, რომ აქვს კიბო, უნდა მოხდეს დიფერენცირება. დაბალდიფერენცირებული სიმსივნეა ის მიზეზი, რომელიც ჰენინგ დრალეს საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება. მსოფლიოში რამდენიმე კლინიკაა, სადაც ამ დაავადების მკურნალობა ხდება, თავად პროფესორი დრალე არის იმ მეთოდის ავტორი, რომელიც დღეისათვის სულ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და გერმანიასთან, საფრანგეთთან,   ისრაელთანინგლისთან და აშშ-სთან ერთად, არის საქართველოც. ეს ადამიანი გვეხმარება იმ სკოლის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხარისხობრივად სხვა მედიცინას ჩაუყრის საფუძველს და აქ მხოლოდ ფარისებრი ჯირკვალზე არ არის საუბარი. მეთოდის უნიკალურობა შემდეგშია: ერთი კოსმეტოლოგიურად დამზოგველი განაკვეთით ხდება 2-3 ოპერაციის თავიდან არიდება.

თამუნა, ვიცი რომ თქვენ გაქვთ ისტორიათუ როგორ დაუკავშირდით პროფესორ ჰენინგდრალეს...

ენდოკრინულ ონკოლოგიაში ჩვენ ვთქვით ახალი სიტყვა და ამას საფუძვლად ჩემი პირადი ცხოვრების ერთი ისტორია უდევს და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ.

2015 წელს ჩემს მეუღლეს დაბალდიფერენცირებული ფარისებრი ჯირკვლის ავ თვისებიანი სიმსივნე, კერძოდ მედულური კარცინომა დაუდგინეს, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 4%-ში გვხდება. ბატონმა ედიშერმა ”ავერსის კლინიკაში” პირველი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა, თუმცა საჭირო გახდა მეორე ოპერაციაც, რაც ორმხრივი ლიმფოდისექციის ჩატარებას მოითხოვდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ამ ტიპის ოპერაციები, რასაც პროფესორი დრალე ატარებს, მანამდე არ ჩატარებულა, ინფორმაციის მოპოვება საერთაშორისო მასშტაბით დავიწყე. ამაში ჩემი პროფესიული გამოცდილება დამეხმარა, რადგან წლების განმავლობაში სამედიცინო ჟურნალისტიკაში ვმუშაობდი. დამჭირდა წელიწადნახევარი იმისათვის, რომ მეპოვა ის ადამიანი, რომელიც შეძლებდა ჩვენთვის კონკრეტული მიმართულება მოეცა.შევისწავლე მისი ბიოგრაფია, ნაშრომები და მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი მეუღლე გამგზავრებულიყო გერმანიაში. ჩვენ ყველა კითხვაზე მივიღეთ პასუხი და გამიჩნდა იდეა, რომ საქართველოში ჩამოგვეტანა ოპერაცია. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, წელიწადნახევრის შემდეგ, მოხდა ასეთი სასწაული და პროფესორი დრალე დაგვთანხმდა საქართველოში ჩამოსულიყო ოპერაციის გასაკეთებლად.

აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ ერთი პაციენტის გამო ჩამოვიდა საქართველოში. 2016 წლის 22 ივლისს ბატონ ედიშერთან ერთად ჩატარდა ოპერაცია. არჩევანი ”ავერსის კლინიკაზე”ედიშერ სიხარულიძის პერსონიდან და იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე გაკეთდა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა, ჩემს ტელეფონზე უამრავი ზარი ხორციელდება და გაგრძელდა პროფესორთან ჩვენი ურთიერთობა. ის შეყვარებულია საქართველოზე და მზად არის დაგვიდგეს გვერდით და დაიგეგმოს სხვა ტიპის ოპერაციებიც, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ტარდება. პროფესორი დრალე ძალიან დიდსიტყვას იტყვის საქართველოში.

ბატონო ედიშერ, როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?

ის, რომ დრალე ჩამოდიოდა საქართველოში დაუჯერებელი იყო, ის არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ნამყოფი არ არის. პირველი შეხვედრიდან დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მუშაობა ექიმთან, რომელიც ქმნის ისტორიას, მუდმივად რაიმე ახლის სწავლაა. ყოველი ოპერაცია აღმოჩენაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების 20 წელი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს მივუძღვენი და მიუხედავად იმისა, რომ მიმუშავია ბევრ ძლიერ სპეციალისტთან, ჰენინგ დრალე სხვა სამყაროა. პროფესორი დრალე ამბობს, რომ დაგვეხმარება ხარისხობრივად მაღალი დონის მედიცინის დამკვიდრებაში. ეს მხოლოდ მისი დიდი ადამიანობით აიხსენება.

თამუნა, მოკლედ რომ მოგვიყეთ პროფესორ ჰენინგ დრალეს შესახებ?

პროფესორ დრალეს ბიოგრაფია იმდენად საინტერესოა, რომ ერთი გადაცემა არ გვეყოფა… ის დიდი მეცნიერია, აქვს 800-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია  და ნაშრომი. ის არის უამრავი საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორი, თანარედაქტორი, დრალე არის ყველა თანამედროვე გაიდლაინის ავტორი ან თანაავტორი, არის ყველაზე ორიგინალური მომხსენებელი, აქვს უამრავი ჯილდო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინული მიმართულების ხელმძღვანელი და სულ რაღაც ერთი წელია რაც გადავიდა ესენში და ამჟამად ხელმძღვანელობს ორ საუნივერსიტეტო კლინიკას, ერთს მთლიანად, მეორე კლინიკაში კი ენდოკრინული მიმართულების ხელმძღვანელია. მოგზაურობს მთელს მსოფლიოში, ძალიან აქტიური ადამიანია.

ბატონო ედიშერ, თავად ტერმინიფარისებრი ჯირკვლის კიბო უკვე არასასიამოვნოდ ჟღერს და იწვევს შიშს… რა ტიპის ოპერაციები ტარდება თქვენთან? 

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები რამდენიმე წელია ტარდება, ინფორმაციული ვაკუუმი საზოგადოებაში მაინც არის. გამოვყოფ: ვატარებთ მცირე ინვაზიურ ქირურგიას, როდესაც განაკვეთის გარეშე, ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ შესაძლებელია შევიყვანოთ პრეპარატი. პროცედურა ამბულატორიულად, ანესთეზიის გარეშე ტარდება და პაციენტი არ საჭიროებს პოსტოპერაციულად ჰორმონალურ შენაცვლებით თერაპიას. ეს ტარდება მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ცისტისა და სითხოვანი კომპონენტის სიჭარბის დროს. ასევე, ”ავერსის კლინიკაში”ტარდება ტრანსაქსიალური თიროიდექტომია, როდესაც განაკვეთი კეთდება არა კისრის მიდამოში, არამედ იღლიის ფოსოში. ხდება კანის აშრევება და ენდოსკოპიური მანიპულაციით შევდივართ კისრის წინა ზედაპირზე. კონტროლი ხდება მონიტორზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნების დაზიანება თავიდან ავირიდოთ. ამცირებს ისეთ შესაძლო გართულებებს, როგორიც არის ხმის დაკარგვა, ტემბრის შეცვლა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიულად ხმა სჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორმა დრალემ ”ავერსის კლინიკაზე” არჩევანი ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გამო გააკეთა. 2014 წლიდან, საქართველოში პირველები ვატარებთ ოპერაციას ფარისებრი ჯირკვალზე, პარათიროიდურ ჯირკვალზე ინტრაოპერაციული ნერვის მონიტორის საშუალებით. ეს აპარატი გვეხმარება, მოვახდინოთ ოპერაციის მსვლელობის დროს შებრუნებული ნერვის ვიზუალიზაცია და აქედან გამომდინარე მისი ტრამვატიზაცია ავირიდოთ.

ბოლო 1000 ოპერაცია ”ავერსის კლინიკაში”გართულების გარეშე ჩატარდა, სწორედ იმ ტექნიკის საშუალებით, რასაც ჩვენ ვიყენებთ. მე ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში წავიდნენ სამკურნალოდ, პირიქით, მეზობელი ქვეყნებიდან ჩვენთან მოდიან სამკურნალოდ.

თამუნა, თქვენ ერთგვარი კომუნიკატორი ხართ პროფესორ დრალესა და პაციენტებს შორისრა სახის ოპერაციებს ჩაატარებს პროფესორი დრალე და ასწრებენ თუ არა მსურველები პროფესორის სამი დღიანი ვიზიტის ფარგლებში მასთან მოხვედრას?

ნამდვილად, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ჩემს ტელეფონზე. ძალიან რთულია, როდესაც დრო შეზღუდული გვაქვს, ყველა მსურველი მასთან მოვახვედროთ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რთული მდგომარეობა, მაგრამ მაინც სურთ კონსულტაცია. ასეთ პაციენტებს ვუხსნით, რომ ვცდილობთ პროფესორ დრალესთან ის ადამიანები მოვახვედროთ, ვისაც მართლა სჭირდება. ეს უკვე მეოთხე ვიზიტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. დაგეგმილია რამდენიმე ონკოლოგიური ოპერაცია.

ბატონო ედიშერ, არსებობს თუ არა ერთგვარი პრევენციის საშუალებაჩვენ გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ სტატისტიკა საგანგაშოარა არის ასეთი სტატისტიკის მიზეზი?

აქ არის რამდენიმე ფაქტორი: ეკოლოგია, გენეტიკური განწყობა, სტრესი, ვირუსები და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. ეს არის პირველი ნაბიჯი… სამწუხაროდ არ არსებობს პროფილაქტიკა. დღეისათვის საქართველოში ძალიან ბევრ კლინიკაში ტარდება ასპირაციული ბიოფსია, თუმცა პრობლემა თავად ციტოლოგებშია, რადგან იყო კარგი ციტოლოგი,განსაკუთრებული ნიჭია. როგორც არსებობს აბსოლუტური სმენა, ასეთივე პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, რადგან ციტოლოგიური სურათის აღქმას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება.

ტერმინი ბიოფსია საზოგადოებაში ასევე უსიამოვნო განწყობას იწვევს, ყველა შემთხვევაში საჭიროა თუ არა მისი ჩატარება?

ბიოფსიას, ისევე როგორც სხვა დიაგნოსტიკურ საშუალებას, თავისი ჩვენება აქვს. თუკი რადიოლოგი სათანადო გამოცდილებით ხედავს, რომ არის წარმონაქმნი, შეიძლება მიიჩნიოს საჭიროდ ასპირაციული ბიოფსიის ჩატარება. აბსოლუტური კრიტერიუმი არ არსებობს, თუ როდის და რომელი წარმონაქმიდან უნდა იქნეს აღებული მასალა. დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სასურველია სპეციალიზირებულ კლინიკებში ხდებოდეს.

როგორია ოპერაციის შემდეგ პაციენტების მდგომარეობა?

”ავერსის კლინიკაში” ასევე არის ბირთვული მედიცინის ცენტრი, სადაც ოპერაციის შემდეგ პაციენტს უტარდება რადიაქტიული იოდითმკურნალობის კურსიც. რამდენიმე წლის წინ ამ პროცედურებისთვის საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ. ჩვენთან ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა ხდება კომპლექსურად. დიაგნოსტიკის საწყისი ეტაპი არის ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. თუკი არსებობსრისკ ფაქტორები, შეუძლიათ პაციენტებს ჩაიტარონ ულტრაბგერითი კვლევა და ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს. ხშირად პაციენტები შემთხვევევით გებულობენ, რომ აქვთ პრობლემა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტკივილის სიმპტომები არ აქვს.

თამუნა, თქვენ გაქვთ გეგმა, რომ პროფესორი დრალე დიდი ხნით დატოვოთ საქართველოში...

დიახ, ვფიქრობ ამ საკითხზე, ხელთ მაქვს შეთავაზება ბიზნეს გეგმისთვის, რომელიც ექვს ეტაპს მოიცავს, სადაც გათვალისწინებულია ყველა კვლევა საქართველოსა და ამიერ კავკასიის მასშტაბით. მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ ინვესტორს ბიზნეს ინეტერესი გაუჩნდეს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ამ თემაზე მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, იმედი მაქვს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კარგად დაინახავს პროფესორ ჰენინგ დრალეს შესაძლებლობებს და გვექნება ენდოკრინული პროფილური ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში მოხდება ყველა დაავადების მკურნალობა. ჩემს იდეასა და საქმეს ბოლომდე გავუძღვები.

ბატონო ედიშერ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი გეგმაა არა მარტო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სპექტრის მკურნალობა, არამედ ჩვენ ვმუშაობთ პარათიროიდულ ჯირკვლებზე. წარმატებით ჩატარდა რამდენიმე ოპერაცია თირკმელს ზედა ჯირკვალზე, ვგეგმავთ ენდოსკოპიურად ვაწარმოოთ თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთა. გვინდა შეიქმნას სკოლა, სადაც გაიზრდებიან თაობები და შეძლებენ პროფესიონალურად დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

ექსკლუზივი /

|

20 აპრილი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => edisher-sikharulidze
                                    [2] => tamuna-gogoladze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 123992
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => edisher-sikharulidze
                                    [2] => tamuna-gogoladze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 123992
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => edisher-sikharulidze
                                    [2] => tamuna-gogoladze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => edisher-sikharulidze
                                    [2] => tamuna-gogoladze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (123992) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (15075,10720,15076)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 166241
                    [post_author] => 13
                    [post_date] => 2017-09-21 17:15:49
                    [post_date_gmt] => 2017-09-21 13:15:49
                    [post_content] => ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საკვერცხის კისტა და პოლიპები,  ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რის გამოც ქალბატონები გინეკოლოგს მიმართავენ. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ მიმართვიანობა საკმაოდ გვიანდება და ქალბატონი ექიმთან მიდის მაშინ, როცა თავს იჩენს შემაწუხებელი სიმპტომები ან სასურველი ორსულობა არ დგება. რეალურად ამ დაავადებების გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და თანამედროვე მედიცინა მათი მკურნალობის უახლეს მეთოდებსაც გვთავაზობს. რა სახის დააავდებებს უჩივიან ყველაზე მეტად ქალბატონები, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკთრებულად ყურადღება, როდის დგება უშვილობის დიაგნოზი – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრ „ინოვა“ გინეკოლოგმა, ონკოქირურგმა, მედიცინის დოქტორმა ირაკლი თოდუამ ისაუბრა.

 ბატონო ირაკლი, რა პრობლემების გამო მოგმართავენ ყველაზე ხშირად ქალბატონები?

არსებობს ოთხი ძირითადი პათოლოგია გინეკოლოგიაში და მომართვიანობა ძალიან მაღალია. ვმუშაობთ როგორც ონკოლოგიურ, ისე არაონკოლოგიურ პათოლოგიებზე. ძალიან გავრცელებული პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, ყელის დისპლაზია და საკვერცხის კისტა. ეს არის ძირითადი სპექტრი იმ გინეკოლოგიური პრობლემებისა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. რაც შეეხება ონკოლოგიურ სპექტრს, ჩვენს კლინიკაში ძალიან ხშირია მომართვიანობა საკვერცხის სიმსივნეებისა და საშვილონოს ყელის პათოლოგიების გამო. ამ დაავადებებთან მიმართებაში, ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე ეფექტური არის პრევენცია, ანუ დროულად მიმართვა ექიმთან. საშვილოსნოს ყელის კიბო ძალიან მძიმე დიაგნოზია, რა თქმა უნდა გვაქვს თანამედროვე საშუალებები, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ, მაგრამ, მისი გამოვლენა ხუთი წლით ადრეც შეიძლება და ამისათვის საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ პაპ–ტესტისა და კოლპოსკოპიის გაკეთება. თუ ნაცხში რაიმე აღმოჩნდება, პროცესის განვითარებამდე მივიღებთ ზომებს.



იგივეა მკერდის პრობლემებზეც, საკმარისია მხოლოდ წელიწადში ერთხელ გაიკეთოს ქალბატონმა მამოგრაფია და თავიდან აიცილოს ის მძიმე მკურნალობა, რაც მკერდის სისმსივნეს ახასიათებს. თავი და თავი არის პრევენცია.

რამდენად გაახალგაზრდავდა ეს პათოლოგიები, რა ასაკიდან არის რეკომენდებული რეგულარული ვიზიტები ექიმთან?

საქმე ის არის, რომ ყველა ასაკს თავისი პათლოგია აქვს. მიომა ან საკვერცხის კისტა, როგორც წესი 30-50 წლის ასაკის ქალბატონებს აღენიშნებათ. არსებობს ახალგაზრდა ქალბატონებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიები, მაგალითად ენდომეტრიოზი, რაც 21-ე საუკუნის დაავადებაა და ის ახალგაზრდებს აწუხებთ, პირველი ციკლის გაჩენისას. ძალიან ადვილია მისი მკურნალობა, თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს.

რა პათოლოგიაა ენდომეტრიოზი და რა სახის მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

ენდომეტრიოზისას, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი განიცდის მიგრაციას სხვადასხვა ორგანოების ზედაპირზე, თუმცა, არ ვიცით რატომ. როგორც წესი, ამ ანომალიური ქსოვილის მიმაგრება ხდება საკვერცხეების ზედაპირზე, საშვილოსნოს უკანა კედელზე, მილებზე და მუცლის ღრუზე, რაც თავის მხრივ იწვევს კისტების ჩამოყალიბებას და ეს მტკივნეულია. ყოველი ციკლის დროს კისტების მოცულობა მატულობს. ენდომეტრიოზი ხშირად შვილოსნობის პრობლემებს ქმნის.

https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=CqUY9v887xM&app=desktop

რა სიმპტომებით ვლინდება ეს პათოლოგია?

უნდა აღვნიშნოთ ძირითადი სიმპტომები, ეს არის: ციკლის მოშლა, გახანგრძლივება ან სიჭარბე, რიტმის დარღვევა, სხვადასხვა ტიპის ტკივილი, მუცლის მოცულობის მატება, შებერილობა.
ქალბატონებში, ვისაც უკვე მენოპაუზა აქვთ, შეინიშნება სისხლიანი გამონადენი და ეს არის პირველი და ხშირად უტყუარი სიმპტომი ავთვისებიანი დაავადებისა და ძალიან სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს.
რამდენად შეიძლება, რომ თანამედროვე ცხოვრების წესმა, დაბინძურებული გარემომ, სტრესმა გამოიწვიოს ესა თუ ის დაავადება... დიახ, ეს ყველაფერი არის სტრესი და სტრესი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. ცხოვრებისეული სტრესი აისახება დაავადებებში. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკა. ხშირად ჩვენ პირდაპირი ხაზი გაგვყავს ხოლმე გენეტიკასთან, მკერდის, ან საშვილოსნოს სიმსივნეებისას. ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია არის ის პროცედურები, რომლებსაც ალტერნატივა არ აქვთ, განგვიმარტეთ, რა დატვირთვა აქვთ მათ... ორივე მეთოდი მიეკუთვნება მცირე ინვაზიურ ქირურგიას და იგივე შედეგს იძლევა, რასაც კლასიკური ქირურგია, თუმცა ნაკლები ჩარევით. ლაპარასკოპიით შესაძლებელია საშვილოსნოს ამოკვეთა ვაწარმოოთ, რაც საკმაოდ სერიოზული ოპერაციაა  თავისი გართულებებით, თუმცა, თუ შევადარებთ ლაპარასკოპიასა და კლასიკურ, ღია წესით ჩატარებულ ოპერაციას, ბევრად უფრო უსაფრთხო სწორედ ლაპარასკოპიაა. ამ დროს პაციენტი მეორე დღეს სახლშია, მალე ხდება ფორმაში ჩადგომა. ლაპარასკოპიით ძალიან სერიოზულ ოპერაციებს ვაწარმოებთ, მათ შორის საშვილონოს სისმსივნეების ამოკვეთას. მუცელკვეთას კი თავისი ჩვენება აქვს და ზოგჯერ სწორედ ღია წესით არის ოპერაციის ჩატარება საჭირო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის ინტერესებისთვის. რაც შეეხება ჰისტეროსკოპიას, ესეც ერთ-ერთი ენდოსკოპური ოპერაციაა, ვიყენებთ ვიდეო თვალს და ვათვალიერებთ საშვილოსნოს ღრუს. ჰისტეროსკოპია ბრწყინვალეა პოლიპების, მიომების ამოკვეთისას, ასევე საშვილოსნოს ღრუში შეხორცებების გაკვეთისას და ხშირად უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეხორცებებია. საშვილონოს ამოკვეთა - რა დროს დგება ამის აუცილებლობა? ჰისტეროქტემია ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა გინეკოლოგიაში. თავად საშვილოსნოს ახასიათებს ბევრი პათოლოგია. საშვლოსნოს რამდენიმე „სართული" აქვს - ყელი, ღრუ, კედელი და დანამატები, ანუ მილები და ყველა მათგანის პათოლოგია ხშირად განაპირობებს საშვილონოს ამოკვეთას. თუკი ადრე მხოლოდ მუცელკვეთით ხდებოდა ოპერაციის ჩატარება, დღეს ლაპარასკოპიით ხდება მისი ამოკვეთა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი, ვაგინალური ქირურგია. საშვილოსნოს ამოკვეთა ხშირად სულაც არ არის კავშირში ონკოლოგიურ პათოლოგიებთან, მაგალითად საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, ყელის მძიმე დისპლაზია და ა.შ. მიომა ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა გინეკოლოგიაში, რა არის მისი მკურნალობის ძირითადი გზა? თუკი საშვილოსნოს ამოკვეთა ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა, მიომა ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა გინეკოლოგიაში. ყველა მიომა არ არის საოპერაციო, ის შეიძლება სრულიად უწყინარი იყოს და არაფერს არ უშლიდეს პაციენტს. მიომა საკმაოდ უწყინარი წარმონაქმნია გინეკოლოგიაში და გადაგვარების ძალიან დაბალი რისკი ახასიათებს. რაც შეეხება პოლიპსა და კისტას, უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. შეიძლება პაიენტმა არც კი იცოდეს რომ კისტა აქვს, სანამ პროფილაქტიკურ ექოსკოპიას არ გაიკეთებს. მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება კისტა, უნდა ჩატარდეს გარკვეული გამოკვლევები და დავადგინოთ არის თუ არა საოპერაციო. არის კისტა, რომელიც შეიძლება თავად გაქრეს და არის კისტა, რომელიც რისკს შეიცავს. პოლიპი კი არასტაბილური ქსოვილია, რა ზომისაც არ უნდა იყოს, მისახედია და საჭიროა ჰისტეროსკოპია. შესაძლოა თუ არა ჩვენს მიერ ჩამოთვლილმა პათოლოგიებმა გამოიწვიოს უშვილობა? უშვილობაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ქალის, არამედ წყვილის უშვილობაზე ვსაუბრობთ. როგორც წესი, მიზეზი არ არის ერთი და საქმე გვაქვს პათოლოგიათა ერთობლიობასთან.
როგორც წესი, თუკი ახალგაზრდა წყვილს სურს შვილის გაჩენა და ორსულობას ვერ აღწევს ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართონ ექიმს. 3-4 თვე არ არის ვადა, როდესაც სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.
არის მიომები, რომლებიც აშკარად უშლიან დაორსულებას, თუმცა არის მიომა, რომელიც არაფერ შუაშია შვილოსნობასთან. პოლიპი ზოგჯერ უშლის ხელს უშვილობას და, როგორც წესი, ხდება მისი ამოკვეთა. როდესაც წყვილი ქორწინდება, სასურველია პროფილაქტიკის მიზნით ნებისმიერმა ქალბატონმა ჩაიტაროს კონსულტაცია. როგორ მოვახდინოთ ამა თუ პათოლოგიის პრევენცია? როდესაც გინეკოლოგიაში ონკოლოგიაზე ვსაუბრობთ, სიმსივნეები სხვადასხვა ბუნებისა და ხასითის არის. საშვილოსნოს კიბო რადიკალურად განსხვავდება საკვერცხის კიბოსგან, როგორც გამოკვლევებით, ისე მკურნალობით. საშვილოსნოს კიბო როგორც ვიცით ვირუსით არის ძირითადად გამოწვეული ხდება. საკვერცხის კიბო კი ვერაგი დაავადებაა და მას წინასწარ ვერ გათვლი. შეგვიძლია ვნახოთ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი საკვერცხეზე და შემდეგ ხდება მისი უეცარი გადაგვარება სულ რამდენიმე თვეში. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/09/irakli-todua.mp3"][/audio]       [post_title] => ირაკლი თოდუა ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიებისა და მათი მკურნალობის შესახებ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => irakli-todua-yvelaze-gavrcelebuli-ginekologiuri-patologiebisa-da-mati-mkurnalobis-shesakheb [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-21 17:47:48 [post_modified_gmt] => 2017-09-21 13:47:48 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=166241 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 163686 [post_author] => 13 [post_date] => 2017-09-14 15:11:13 [post_date_gmt] => 2017-09-14 11:11:13 [post_content] => 13 სექტემბერს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ შემოდგომის სეზონის ყველაზე აქტუალურ თემას, გრიპის ვირუსს დაეთმო. რა არის გრიპის ვირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, რამდენად შემცირდა ავადობის მაჩვენებელი გრიპის საწინააღმდგო ვაქცინით აცრილ ბავშვებში, რა ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს ხველისა და მაღალი ტემპერატურის დროს და როგორც გავარჩიოთ კოკსაკის ვიურსი სხვა სახის ვირუსებისგან – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა მაია ხერხეულიძემ ისაუბრა.  ქალბატონო მაია, რა პერიოდიდან უნდა ველოდოთ ვირუსების გააქტიურებას? როგორც წესი, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იმატებს სასუნთქი სისტემის ინფექციები. ვირუსული ინფექცია საუკეთესოდ თავშეყრის ადგილებში ვრცელდება, ამ შემთხვევაში სკოლასა და ბაღში და ამიტომაც არის ამ ასაკში ვირუსები ასეთი ხშირი. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ორსული ქალბატონები, ამ დროს საყურადღებოა როგორც თავად დედა, ისე ნაყოფი და მოხუცები, სადაც ვირუსულ ინფექციებს გართულებები დასუსტებული იმუნიტეტის გამო მოყვება. ბავშვთა ასაკში ვირუსული ინფექციების მაღალ სიხშირეს განაპირობებს ერთი მხრივ თვითონ ვირუსული ინფექციების მრავალფეროვნება. აქ საუბარია არა ერთ ინფექციაზე, არამედ 200-ზე მეტ ვირუსზე. ჩვენ, უფროსები მხოლოდ იმიტომ ვხდებით ავად იშვიათად, რომ ბავშვობის ასაკში უკვე გადავიტანეთ ესა თუ ის ვირუსული ინფექცია და გაგვაჩნია გარკვეული იმუნიტეტი. ძალიან ხშირად მშობლები ამბობენ, რომ ბაღში მიყვანის დღიდან უკვე რამდენჯერმე იავადა პატარამ და სურთ გამოიყვანონ ბაღიდან. ჩვენ ასეთ დროს ყოველთვის ვურჩევთ, რომ ბავშვმა ეს დაავადებები უნდა გადაიტანოს და ჩამოუყალიბდეს იმუნიტეტი.
იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის ორი გზა არსებობს, ერთი ეს არის, როდესაც ბავშვს დაავადება გადააქვს და ყალიბდება იმუნიტეტი, ხოლო მეორე გზა ვაქცინის საშუალებით იმუნიტეტის შექმნა.
შესაძლებელია, პასიური იმუნიტეტის განვითარებაც და ამ დროს მზა იმუნოგლობულინი შეგვყვავს ხოლმე. 5-6 ავადობა სუსტ იმუნიტეტად არ მიიჩნევა. მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ბაღისა და სკოლის პირველ წლებში, წელიწადში რვაჯერ ვირუსული ინფექცია, ნორმაა. თუმცა, რა თქმა უნდა, დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი ეს არის ჰიგიენის ნორმების დაცვა, ორგანიზმის გაკაჟება და გრიპის ვაქცინაცია. უნდა ვიცოდეთ, რომ სჯობს ავიცრათ მანამდე, სანამ ვირუსების სეზონი დაიწყება, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება. გრიპის აცრა, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, კეთდება ყოველწლიურად. თვითონ, ვირუსი ძალიან სწრაფად იცვლის თავის სტრუქტურას და ყოველწლიურად ახალი შტამი გხვდება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ათ მილიონ ადამიანამდე ავადება გრიპით, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას გარკვეულ წილად აახლებს. ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დროს? მაღალი ტემპერატურა არის რეაქცია დაავადების წინააღმდეგ და ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა დავწიოთ სიცხე. მაღალი ტემპერატურის დროს დამცველობითი ნივთიერებები უკეთ გამომუშავდება და ეს ორგანიზმს ეხმარება. მაღალი ტემპერატურას, როდესაც 38.5-ს ცდება, რა თქმა უნდა უნდა ვებრძოლოთ. როდესაც ვლინდება ცხელება, იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, სწორედ ამიტომ, ორგანიზმი უნდა დავტვირთოთ სითხით. არ უნდა ჩავაცვათ ბევრი, იმისთვის, რომ დაიწიოს სიცხემ, მნიშვნელოვანია სხეულმა გასცეს ტემპერატურა. ხშირად, ჩვილებს მაღალი სიცხე მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ ისინი ძალიან არიან ჩათბუნებულნი. თუ ბავშვი წუხს, მედიკამეტი უნდა მივცეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის სწორი სიცხის წრაფად დაწევა.
ტემპერატურის სწრაფად  აწევისა და ვარდნის დროს, უფრო ხშირია თუნდაც კრუნჩხვითი სინდრომის განვითარების რისკი. სიცხე ნელ-ნელა უნდა ჩამოვიდეს.
კარგია ამ დროს სხეულის თბილი წყლით დაზელვა, თუკი მაღალი ტპერატურისას კიდურები გაყინული აქვს პატარას, ეს ნიშნავს, რომ შევიწროვებულია სისხლძარღვები და სანამ ეს ასეა, ის სითბოს ვერ გასცემს. თბილის წყლით დაზელვა ხელს შეუწყობს ტემპერატურის დაწევას. ტემპერატურა ბევრ დაავადებას ახასიათებს. შეგვიძლია თუ არა განვასხვავოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე - ცხელებასთან ერთად ბავშვის ზოგად მდგომარეობას უნდა შევხედოთ, თუკი ბაქტერიული ინფექციაა, უფრო რთულია ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. არის ხოლმე ამ დროს ინტოქსიკაცია, ადინამია, მივარდნა. ტემპერატურის დაწევის შემდეგ თუკი პატარა ხასიათზე არ მოდის, მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება იყოს ან ძლიერი აგზნება, ან მივარდნა, შეუპოვარი ღებინება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ხმაურიანი სუნთქვა, სისხლიანი განავალი, დაუმორჩილებელი ტემპერატურა - ყველა ეს ნიშანი შესაძლოა მძიმე ბაქტერიული ინფექციის ნიშანი იყოს და დაუყონებლივ უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს. უნდა აღინიშნოს, რომ სიცხის დამწევს თავისი მოქმედების ვადა აქვს და რამდენიმე საათით თუკი დაიწევს, ეს ნიშნავს, რომ მას სიცხე ექვემდებარება. ზოგჯერ ხდება, რომ სიცხის დამწევის მიცემიდან 3 საათის განმავლობაში შედეგი არ არის, აქ სავარაუდოდ ძლიერი ინტოქსიკაციაა და ექიმთან ვიზიტია საჭირო. https://www.youtube.com/watch?v=rOCWVdIbV5g&feature=youtu.be ხველაზე მინდა გკითხოთ, როდისაა ეს სიმპტომი საგანგაშო და რა დროს საჭიროებს მედიკამენტების ჩართვას? ხველა ფიზიოლოგიური დამცველობითი მექანიზმია. ორგანიზმი ცდილობს სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო სხეული თავიდან მოიცილოს. ხველა შეიძლება იყოს მშრალი, შემაწუხებელი, ან პირიქით სველი, ნახველიანი, რომელიც ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებაზე მიუთითებს. ხველა ყოველთვის საგანგაშო არ არის, ტემპერატურასთან, ცხვირიდან გამონადენთან და ყელის ტკივილთან ერთად ის ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი ნიშანია. რა თქმა უნდა ხველა მძიმე მდგომარეობაზეც შეიძლება მიუთითებდეს, თუ არის დამატებითი ხმიანობა, გაძნელებული მსტვინავი ამოსუნთქვა - ნიშნავს, რომ სასუნთი გზების ობსტრუქციაა და აუცილებლად პაციენტი ექიმთან უნდა მივიდეს. ასევე არის ხოლმე მყეფავი ხველაც რაც სასუნთქი გზების შევიწროებაზე მიუთითებს და საჭიროა დაუყონებლივი ჩარევა. ყივანახველა უხშირესად სწორედ ასე დგინდება, ამ დაავადებისას ბავშვი პრაქტიკულად ამოსუნთქვას ვერ ახერხებს. ხველის შემთხვევაში ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან რა მედიკამენტი შეიძლება მისცენ. ძალიან რთულია მოსმენის გარეშე პაციენტს ტელეფონით წამალი დაუნიშნო. ორ წლამდე ბავშვი ვერ ახერხებს კარგად ამოხველებას და ასეთ ასაკში თვითნებურად იწყებენ ხოლმე ამოსახველებლების მიცემას. ამ დროს კარგია თბილი სითხეების მიღება, კარგია ინჰალაცია. ყველა ორგანიზმი სხვადასხვანაირად ებრძვის დაავადებას. როდესაც საუბარია დაავადების სიმძიმეზე, კომპლექსში განვიხილავთ როგორც მიკროორგანიზმებს, ასევე მაკროორგანიზმებს. მშობლებს ძალიან ეშინიათ  ფილტვების ანთების, შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება, თუნდაც ვაქცინაციით... ფილტვის ანთება სასუნთქი სისტემის ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს, ხუთ წლამდე ასაკში ვირუსული ეტიოლოგია აქვს. თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია პირველ რიგში ვაქცინაციით.
პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი და  უფასოა. სწორედ პნევმოკოკის ბაქტერია არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მენინგიტის, პნევმონიისა და სასუნთქი გზების ინფექციების.
ამ ვაქცინის შემოტანა სწორედ მძიმე ინფექციების შემცირება იყო. ასევე, მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მიმართვა. ხშირია, როდესაც პაციენტი მოდის და ამბობს, რომ წინა დღეს ნახა ექიმმა და არაფერი ჰქონდა, დღეს კი ფილტვების ანთება აქვს. ანთება შეიძლება სამ საათში ჩამოყალიბდეს და ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ყოფილა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მშობლების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მას ეფექტი არ აქვს და ის ასუსტებს ბავშვის იმუნიტეტს.. ასე არ არის. მაშინ, როდესაც დაავადების გამომწვევი ბაქტერია იჭრება ორგანიზმში, მის საპასუხოდ ხდება იმუნიტეტის გამომუშავება. გრიპი საკმაოდ მძიმედ მიმდინარე დაავადებაა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ჩვეულ სიმპტომებს ემატება დიარეა, კუნთების ძლიერი ტკივილი და ოტიტის, პნევმონიისა და სხვა დაავადებების გამოწვევის რისკი მაღალია.
აცრა ისევე ავითარებს იმუნიტეტს, როგორც ვირუსული ინფექცია, თუმცა სიმპტომების გარეშე. არანაირ ზიანს ის ორგანიზმს არ აყენებს. რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსზე აცრა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ავად არ გახდება. გრიპის საწინააღმდეგო ვირუსი ბავშვს ყველა ვირუსისგან ვერ დაიცავს, თუმცა დანარჩენი ვირუსებიც უფრო მარტივად მიმდინაეობს, იმიტომ რომ ორგანიზმი აცრილია.
უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, ცემინებისა და ხველის დროს ავიფაროთ ხელსახოცი და ა.შ. ვირუსი ყველაზე კარგად სამი მეტრის რადიუსში ვრცელდება, მაგრამ არა გარეთ, საუბარია ჩაკეტილ სივრცეზე. რისკის ჯგუფს ხუთ წლამდე და სასკოლო ასაკის პირველი წლები მიეკუთვნება. კოკსაკის ვირუსი, რომელზეც ზაფხულში ძალიან ხშირად საუბრობდნენ... რა სიმპტომებით ვლინდება ის? კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსს მიეკუთვნება. მას სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა აქვს, შესაძლებელია გრიპის მსგავსი სიმპტომებითაც მიმდინარეობდეს, შეიძლება სხვადასხვა ორგანო დააზიანოს, უხშირესად ხველების ფორმით ვლინდება და თან ერთვის ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და ღებინება. თურქეთში ბევრი შემთხევა დაფიქსირდა, თუმცა ეპიდემიაზე საუბარი არ არის. ერთ-ერთ ფორმას პირის, ხელისა და ფეხის დაავადება წარმოადგენს, რადგან გამონაყარი ხელებზე, ფეხებსა და პირის ირგვლივ ჩნდება, ასევე პირის ღრუშია ლოკალიზებული. გამონაყარი არის წითელი ლაქოვანი, შესაძლოა ბუშტუკებიც იყოს და გამომწვევი აქაც კოკსაკის ვირუია. ენტეროვირუსები მძიმე მენინგიტების გამოწვევია ხოლმე, უხშირესად გრიპის ტიპის, ან გასტროენტერიტის ტიპის არის. პირველ რიგში ეს დაავადება საშიშია იმით, რომ არ მოხდეს გაუწყლოება, საუკეთესო ვარიანტია ორალური საჰიდრატაციო მარილი. თუ გაუწყლოება შორს წავიდა, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/09/ekimebi-13-seqte-maia-xerxeulidze.mp3"][/audio]   [post_title] => მაია ხერხეულიძე: გრიპის აცრა ისევე ავითარებს იმუნიტეტს, როგორც ვირუსული ინფექცია [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => maia-kherkheulidze-gripis-acra-iseve-avitarebs-imunitets-rogorc-virusuli-infeqcia [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-14 18:04:07 [post_modified_gmt] => 2017-09-14 14:04:07 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=163686 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 161037 [post_author] => 6 [post_date] => 2017-09-07 15:38:56 [post_date_gmt] => 2017-09-07 11:38:56 [post_content] => „ავტორადიოს“ ეთერში გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ერთთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდა. სეზონის პირველი გადაცემის სტუმარი კი გახდა ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა, რომელმაც პოპულარულ დიეტებსა და წონის პრობლემებზე ესაუბრა. რატომ გახდა ასე პოპულარული ცილების დიეტა და რა უკუჩვენება შეიძლებას ჰქონდეს მას, რამდენად მიზანშეწონილია განტვირთვის დღეები ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის და შესაძლებელია თუ არა, წყლის დიდი ოდენობით მიღებამ წონაში კლება გამოიწვიოს – მოისმინეთ პასუხები საინტერესო კითხვებზე ექიმისგან.. ნატა გაგუა ამჯერად ჟორდანიას კლინის ვაკის ფილიალშიც იღებს პაციენტებს, სადაც ასევე ორსულთა და ბავშვთა კვების რაციონზეც მუშაობს. ქალბატონო ნატა, რატომ იმატებენ ადამიანები წონაში მაშინ, როცა ბევრისთვის ეს პრობლემა არაა? ჭარბ წონასა და სიმსუქნეს 50–ზე მეტი გამომწვევი მიზეზი აქვს. ყველა მიზეზს რა თქმა უნდა ვერ ჩამოვთვლი, რატომ მოიმატა ადამიანმა წონაში სპეციალისტმა უნდა გაარკვიოს და ეს სულაც არ არის მარტივი. საჭიროა სხვადასხვა კვლევების ჩატარება. არსებობს ფიზიკური შიმშილი, ფიზოლოგიური და მიკროლემენეტური შიმშილი – ეს 50 ძირითადი მიზეზი სწორედ ამ სამ ჯგუფში ერთიანდება. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია დაიკლონ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, თუმცა, სამწუხაროდ, გამოუცდელობის ან სხვა მიზეზების გამო იმაზე მეტს იმატებს, ვიდრე მისი საწყისი წონა იყო. თუ გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ ვმართოთ ჩვენი მადა და წონა, უნდა მივმართოთ სპეციალისტს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჭარბ წონას 50–მდე გამომწვევი მიზეზი აქვს, არის თუ არა შესაძლებელი, კონკრეტული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ მოხდეს წონის კორექცია? ჭარბი წონა და სიმსუქნე, ერთადერთი სამედიცინო პრობლემაა, რომელიც ადამიანის ნებას, სწორი დიაგნოზისა და მართვის შემთხვევაში, ემორჩილება. ხშირად ადამიანები მიმართავენ ექსპრესდიეტებს, თუმცა მალევე ხდება დაკარგული კილოგრამების უკან დაბრუნება... ეს ორგანიზმისთის სტრესია. არ ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანს 2–3 კილოგრამის დაკლება სურს. ამ დროს რა თქმა უნდა არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. აქ საკმარისია ნახშირწყლებისა და ცომეულის ოდნავ შეზღუდვა. როდესაც პაციენტი მიყვება ექიმს, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა. წონაში კლება ხანგრძლივი პროცესია. ექიმიც ბევრ რაიმეს სწავლობს, რადგან ყოველი ადამიანი არის ინდივიდუალური. ვისაუბროთ იმ პროდუქტებზე, რაც შემოდგომის სეზონზე შემოდის, როგორია თქვენი რეკომენდაციები? თუ ადამიანი ჯანმრთელია, მას შეუძლია ყველა ნატურალური პროდუქტი მიიღოს, მთავარია თანაფარდობა. შემოდგომაზე არ შეიძლება მკაცრი დიეტები, რადგან როდესაც ზაფხული ემიჯნება შემოდგომას, ხშირია საშემოდგომო ასტემია, ანუ ორგანიზმის სისუსტე. ვინც ახლა იწყებს ჯანსაღ კვებას, ან გადაწყვიტა, რომ მოემზადოს ახალი წლისთვის, ვთხოვ მათ, განსაკუთრებით ყურადღებით მოექეცით თქვენს ორგანიზმს. კუჭ–ნაწლავის პრობლემების გამწვავება ყოველთვის შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. არ არის აუცილებელი იყოს რაიმე სიმპტომი ან ჩივილი, მიმართეთ თუნდაც ოჯახის ექიმს. ჩემი რჩევაა, გონივრულად მოეკიდონ ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობას და კარგად გააანალიზონ სჭირდებათ თუ არა ეს მათ. მართალია თუ არა რომ  სახლში გამომცხვარი პროდუქტი ისე არ ასუქებს, როგორც საკვებ ობიექტებში ნაყიდი? სახლში გამომცხვარი ხაჭაპური, მაგალითად, ყოველთვის ვიცით რა ინგრედიენტებისგან გავაკეთეთ და ასევე, ხარისხიანი პროდუქტი ანაყრებს. თუ ნატურალურია პროდუქტი, უნდა დავნაყრდეთ, ამით შეიძლება გავტესტოთ ის. ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს? დამშვიდობება არ არის საჭირო. თუ წონაში კლება გაქვთ ჩაფიქრებული, ამ დროს გარკვეული პროდუქტები შეზღუდულია, ან მთლიანად ამოღებულია რაციონიდან. შემდეგ, რა თქმა უნდა ყველა პროდუქტი ბრუნდება რაციონში და ეს ამა თუ იმ ადამიანის გადასაწყვეტია მიირთმევს თუ არა. არის თუ არა დიეტის კურსი ხანგრძლოვობა დამოკიდებული მის წონაზე? საწყისი წონა მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და  6–7 კილოგრამის დაკლება სურს, რა თქმა უნდა კურსი უფრო ხანმოკლეა. მიიჩნევა, რომ მინიმუმ სამი თვე მაინც არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანს კვებითი ჩვევები ჩამოუყალიბდეს. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ შოკოლადის გარეშე არ შეუძლიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გემოვნური თვისებების გამო უყვარს ეს პროდუქტი, მას შეიძლება რაიმე მიკროლემენეტის ნაკლებობა აქვს. ამ დროს მე უნდა განვსაზღვრო, როგორია ეს დამოკიდებულება. ჩვენი ქვეცნობიერი, ყოველთვის ეძებს ისეთ პროდუქტს, რომელიც იმ მიკროელემენტრებს შეიცავს, რაც მის ორგანიზმს აკლია. შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება? შაქარს მთლიანად, დიდი სურვილიც რომ გვქონდეს, ვერ ამოვიღებთ რაციონიდან, რადგან შაქარს შეიცავს ხილი, ბოსტნეული, პურიც კი... თუ ჩვენ ვგულისხმობთ შაქარს ჩაისა და ყავაში, მე არ ვარ მისი ამოღების წინააღმდეგი. შეიძლება შაქარი ჩავანაცვლოთ თაფლით, ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტი დიდი დოზით შეიძლება აღარ იყოს სასარგებლო. არ არის საჭირო შაქარი მთლიანად ამოვიღოთ რაციონიდან. მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი გადაღლილია, შეუძლია შოკოლადი, ან ხილის ჩირი მიირთვას, რომელიც შაქრის გარეშეა გამომშრალი. მნიშვნელოვანია თუ არა საკვების ოდენობა შევზღუდოთ მაშინ,  როცა დიეტურ პროდუქტებს მივირთმევთ? რაოდენობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ერთჯერადად იმაზე მეტი არ უნდა მივიღოთ, ვიდრე გვჭირდება. ექიმები მრავალჯერადი კვების მომხრეები ვართ, რომ ადამიანი სახლში მგლური მადით არ დაბრუნდეს და აკონტროლოს თავი. თუ მამაკაცი მაღალია და ფიზიკურად შრომობს, მას რა თქმა უნდა სხვა რაოდენობის საკვები სჭირდება, ქალბატონს, კი რომელიც 9–10 საათს კომპიუტერთან ატარებს, მან რა თქმა უნდა სხვა რაოდენობის საკვები უნდა მიირთვას. ვისაუბროთ წყალზე, ამბობენ, რომ ის ხელს უწყობს წონაში კლებას, შლაკების გამოდევნას და ა.შ. მართლა ასეთი ეფექტურია თუ არა წყალი ადამიანისთვის? წყალი ცოცხალი ორგანიზმისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სითხეა, ხაზს გავუსვამ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სასმელ წყალზე და არა ყავასა და ჩაიზე. თუ თქვენ გიყვართ ყავა, ან ჩაი, უნდა გაიზარდოს წყლის რაოდენობა. ხანდახან ადამიანს წყურია, მაგრამ რადგან კარგად არ იცნობს ორგანიზმს, ჰგონია რომ შია. წყლის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჭამის შემდეგ მინიმუმ ერთ საათში. თუ არ გიყვართ წყალი, არ არის აუცილებელი ნახევარი ლიტრი ერთ მიღებაზე მიირთვათ, საკმარისია ერთი მაღალი ჭიქა დალიოთ. წონაზე მართლა მოქმედებს თუნდაც იმიტომ, რომ ვარჩევთ შიმშილსა და წყურვილს, და აღარ ვჭამთ იმდენს, რამდენსაც ვჭამდით. უნდა შევზღუდოთ, მარილი, სუნელები, მჟავეები, კეტჩუბი და სხვა, რადგან ისინი ორგანიზმში სითხეს აკავებენ. ადამიანი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი, რადგან არის მთელი რიგი დაავადებები, როდესაც სითხე უნდა შეიზღუდოს. ორ ლიტრამდე წყალი დღე–ღამეში საჭიროა, თუმცა სასურველია სითხე მივიღოთ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც აქტიურები ვართ და არა ძილის წინ. რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის? განტვირთვის დღეები, ანუ მონოდიეტა დასაშვებია მხოლოდ სტაციონარში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და ექიმის რეკომენდაციით ამას აკეთებს მომზადებული. ანუ, განტვირთვამდე ორი დღის განმავლობაში ორგანიზმს ამზადებს მონოდიეტისთვის და მონოდიეტიდან გამოსვლასაც ორი დღე სჭირდება. რაც შეეხება საზამთროს განტვირთვის დღეს, მათ, ვინც ჭარბი წონისკენ არიან მიდრეკილნი, ნუტრიციოლოგები საერთოდ არ ვურჩევთ ასეთ დღეებს. ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც უროლოგიური პათოლოგიების დროს გვინდა ცილები შევზღუდოთ.
როდესაც ადამიანი ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, შიმშილი და მონოდიეტა ყველაზე ცუდი არჩევანია, თუ სპეციალისტს რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს.
რატომაა დღეს ასე პოპულარულია ცილოვანი დიეტა და რეალურად რატომ ახდუნებს ის ასე? კლასიკური შეტევის ფაზაში მოიაზრება ის, რომ მხოლოდ ცილები იყოს რაციონში. მხოლოდ ცილებს სამწუხაროდ არცერთი პროდუქტი არ შეიცავს, ის შეიცავს ცხიმსაც. ამ დღეებში გონებრივი შრომა თითქმის შეუძლებელია, ორგანიზმში ეს პროდუქტები ბოლომდე ვერ ასწრებს დაშლას და იწყება მსუბუქი ინტოქსიკაცია. ფრაზა, რომ მიირთვით რამდენიც გინდათ, ფსიქოლოგიური ტყუილია. მესამე დღიდან ვეღარ მიირთმევთ და დანახვაზეც კი შეიძლება ცუდად გახდეთ. კლება რეალურად მართლაც ხდება, თუმცა რის ხარჯზე, ეს არის მნიშვნელოვანი. კლება ხდება არა ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე, არამედ კუნთოვანი ქსოვილის გალევისა და სითხის კარგვის ხარჯზე.
თუ ადამიანი ცილოვან დიეტას ისე იწყებს, რომ არ იცის სისხლში ქოლესტერინის როგორი დონე აქვს, აქვს თუ არა ღვიძლის გაცხიმოვნება, ხომ არ აქვს სუსტი ნაღვლის ბუშტი, ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მიიღოს. დაკარგული კილოგრამები დროებითია და წონა აუცილებლად დაბრუნდება.
რა დამოკიდებულება გაქვთ კალორიების ცხრილის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გზით ჭარბი წონის დაკლება? კალორიების თეორია წარსულს ჩაბარდა, დღეს ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და ძალიან რთულია ჩვეულებრივმა, სხვა პროფესიაში მომუშავე ადამიანმა კალორიების თვლა დაიწყოს. მაგალითად მე გამოგითვალეთ და გითხარით, რომ უნდა მიიღოთ 2000 კილო/კალორია. უნდა გაითვალისწინოთ ამასთან ერთად ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების წილი. ცილები არის მცენარეული და ცხოველური, ნახშირწყლები არის მარტივი და რთული და ეს ყველაფერი ნუტრიციოლოგის გარდა არავის აინტერესებს. ეს საქმე ჰობის დონეზე მაინც უნდა გიყვარდეთ. დღეს კალორიების თეორიით არავინ არ მუშაობს, არცერთი პროგრესულად მოაზროვნე ექიმი. ყველა ცდილობს ასწავლოს პაციენტს დაბალანსება და აქცენტს კვების მოდელის შედგენაზე ვაკეთებთ. გვსმენია, რომ წონაში კლება ან მატება სისხლის ჯგუფთან არის კავშირში... ჩემს ახალგაზრდობაში იყო ძალიან პოპულარული სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტის დაცვა, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს წონის კლებასთან. ვინც დაიკლო, უბრალოდ დაემთხვა და გაუმართლა, მაგრამ ეს სერიოზული მედიცინა არ არის. რას გვეტყვით ნულპროცენტიან, დაბალკალორიულ, დიაბეტურ და დიეტურ საკვებზე, რომელიც მრავლად გვხვდება მარკეტებში? ნული კალორია ნიშნავს იმას, რომ კუჭნაწლავი მას ვერ იწოვს, შაქრის ნაცვლად არის ხელოვნური ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი ვერ იღებს და ამ მხრივ ისინი არ იტყუებიან. მაგრამ ეს აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის გარსს, გასტრიტული ჩივილები იწყება და ძლიერდება შიმშილის შეგრძნება. თქვენ საქმიანობა ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალში დაიწყეთ. ამდენად თქვენს პაციენტთა რიგებს ორსულები და ბაშვებიც შეუერთდნენ ძალიან მიხარია, ახალი თაობა იზრდება იმ შეგნებით, რომ ჯანსაღი კვება მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განათლების მიღება. როდესაც ბავშვს თავის ენაზე აწვდი ინფორმაციას როგორ უნდა იკვებოს, მას ზრდასრულობაში აღარ ექნება კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. ძალიან კარგია, როდესაც ორსულები გადიან კონსულტაციას კვებასთან დაკავშირებით და მათთვის მნიშვნელოვანია მათი შვილების ჯანმრთელობა. ჟორდანიას კლინიკას სწორი აქცენტები აქვს და ეს ძალიან კარგია.   [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/09/ekimebi-6-seqtemberi.mp3"][/audio]   [post_title] => როდესაც ადამიანი ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, შიმშილი ყველაზე ცუდი არჩევანია [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rodesac-adamiani-charbi-wonisken-aris-midrekili-shimshili-yvelaze-cudi-archevania [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-08 11:48:41 [post_modified_gmt] => 2017-09-08 07:48:41 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=161037 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 166241 [post_author] => 13 [post_date] => 2017-09-21 17:15:49 [post_date_gmt] => 2017-09-21 13:15:49 [post_content] => ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საკვერცხის კისტა და პოლიპები,  ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რის გამოც ქალბატონები გინეკოლოგს მიმართავენ. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ მიმართვიანობა საკმაოდ გვიანდება და ქალბატონი ექიმთან მიდის მაშინ, როცა თავს იჩენს შემაწუხებელი სიმპტომები ან სასურველი ორსულობა არ დგება. რეალურად ამ დაავადებების გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და თანამედროვე მედიცინა მათი მკურნალობის უახლეს მეთოდებსაც გვთავაზობს. რა სახის დააავდებებს უჩივიან ყველაზე მეტად ქალბატონები, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკთრებულად ყურადღება, როდის დგება უშვილობის დიაგნოზი – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრ „ინოვა“ გინეკოლოგმა, ონკოქირურგმა, მედიცინის დოქტორმა ირაკლი თოდუამ ისაუბრა.  ბატონო ირაკლი, რა პრობლემების გამო მოგმართავენ ყველაზე ხშირად ქალბატონები? არსებობს ოთხი ძირითადი პათოლოგია გინეკოლოგიაში და მომართვიანობა ძალიან მაღალია. ვმუშაობთ როგორც ონკოლოგიურ, ისე არაონკოლოგიურ პათოლოგიებზე. ძალიან გავრცელებული პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, ყელის დისპლაზია და საკვერცხის კისტა. ეს არის ძირითადი სპექტრი იმ გინეკოლოგიური პრობლემებისა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. რაც შეეხება ონკოლოგიურ სპექტრს, ჩვენს კლინიკაში ძალიან ხშირია მომართვიანობა საკვერცხის სიმსივნეებისა და საშვილონოს ყელის პათოლოგიების გამო. ამ დაავადებებთან მიმართებაში, ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე ეფექტური არის პრევენცია, ანუ დროულად მიმართვა ექიმთან. საშვილოსნოს ყელის კიბო ძალიან მძიმე დიაგნოზია, რა თქმა უნდა გვაქვს თანამედროვე საშუალებები, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ, მაგრამ, მისი გამოვლენა ხუთი წლით ადრეც შეიძლება და ამისათვის საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ პაპ–ტესტისა და კოლპოსკოპიის გაკეთება. თუ ნაცხში რაიმე აღმოჩნდება, პროცესის განვითარებამდე მივიღებთ ზომებს. იგივეა მკერდის პრობლემებზეც, საკმარისია მხოლოდ წელიწადში ერთხელ გაიკეთოს ქალბატონმა მამოგრაფია და თავიდან აიცილოს ის მძიმე მკურნალობა, რაც მკერდის სისმსივნეს ახასიათებს. თავი და თავი არის პრევენცია. რამდენად გაახალგაზრდავდა ეს პათოლოგიები, რა ასაკიდან არის რეკომენდებული რეგულარული ვიზიტები ექიმთან? საქმე ის არის, რომ ყველა ასაკს თავისი პათლოგია აქვს. მიომა ან საკვერცხის კისტა, როგორც წესი 30-50 წლის ასაკის ქალბატონებს აღენიშნებათ. არსებობს ახალგაზრდა ქალბატონებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიები, მაგალითად ენდომეტრიოზი, რაც 21-ე საუკუნის დაავადებაა და ის ახალგაზრდებს აწუხებთ, პირველი ციკლის გაჩენისას. ძალიან ადვილია მისი მკურნალობა, თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს. რა პათოლოგიაა ენდომეტრიოზი და რა სახის მკურნალობა ინიშნება ამ დროს? ენდომეტრიოზისას, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი განიცდის მიგრაციას სხვადასხვა ორგანოების ზედაპირზე, თუმცა, არ ვიცით რატომ. როგორც წესი, ამ ანომალიური ქსოვილის მიმაგრება ხდება საკვერცხეების ზედაპირზე, საშვილოსნოს უკანა კედელზე, მილებზე და მუცლის ღრუზე, რაც თავის მხრივ იწვევს კისტების ჩამოყალიბებას და ეს მტკივნეულია. ყოველი ციკლის დროს კისტების მოცულობა მატულობს. ენდომეტრიოზი ხშირად შვილოსნობის პრობლემებს ქმნის. https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=CqUY9v887xM&app=desktop რა სიმპტომებით ვლინდება ეს პათოლოგია? უნდა აღვნიშნოთ ძირითადი სიმპტომები, ეს არის: ციკლის მოშლა, გახანგრძლივება ან სიჭარბე, რიტმის დარღვევა, სხვადასხვა ტიპის ტკივილი, მუცლის მოცულობის მატება, შებერილობა.
ქალბატონებში, ვისაც უკვე მენოპაუზა აქვთ, შეინიშნება სისხლიანი გამონადენი და ეს არის პირველი და ხშირად უტყუარი სიმპტომი ავთვისებიანი დაავადებისა და ძალიან სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს.
რამდენად შეიძლება, რომ თანამედროვე ცხოვრების წესმა, დაბინძურებული გარემომ, სტრესმა გამოიწვიოს ესა თუ ის დაავადება... დიახ, ეს ყველაფერი არის სტრესი და სტრესი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. ცხოვრებისეული სტრესი აისახება დაავადებებში. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკა. ხშირად ჩვენ პირდაპირი ხაზი გაგვყავს ხოლმე გენეტიკასთან, მკერდის, ან საშვილოსნოს სიმსივნეებისას. ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია არის ის პროცედურები, რომლებსაც ალტერნატივა არ აქვთ, განგვიმარტეთ, რა დატვირთვა აქვთ მათ... ორივე მეთოდი მიეკუთვნება მცირე ინვაზიურ ქირურგიას და იგივე შედეგს იძლევა, რასაც კლასიკური ქირურგია, თუმცა ნაკლები ჩარევით. ლაპარასკოპიით შესაძლებელია საშვილოსნოს ამოკვეთა ვაწარმოოთ, რაც საკმაოდ სერიოზული ოპერაციაა  თავისი გართულებებით, თუმცა, თუ შევადარებთ ლაპარასკოპიასა და კლასიკურ, ღია წესით ჩატარებულ ოპერაციას, ბევრად უფრო უსაფრთხო სწორედ ლაპარასკოპიაა. ამ დროს პაციენტი მეორე დღეს სახლშია, მალე ხდება ფორმაში ჩადგომა. ლაპარასკოპიით ძალიან სერიოზულ ოპერაციებს ვაწარმოებთ, მათ შორის საშვილონოს სისმსივნეების ამოკვეთას. მუცელკვეთას კი თავისი ჩვენება აქვს და ზოგჯერ სწორედ ღია წესით არის ოპერაციის ჩატარება საჭირო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის ინტერესებისთვის. რაც შეეხება ჰისტეროსკოპიას, ესეც ერთ-ერთი ენდოსკოპური ოპერაციაა, ვიყენებთ ვიდეო თვალს და ვათვალიერებთ საშვილოსნოს ღრუს. ჰისტეროსკოპია ბრწყინვალეა პოლიპების, მიომების ამოკვეთისას, ასევე საშვილოსნოს ღრუში შეხორცებების გაკვეთისას და ხშირად უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეხორცებებია. საშვილონოს ამოკვეთა - რა დროს დგება ამის აუცილებლობა? ჰისტეროქტემია ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა გინეკოლოგიაში. თავად საშვილოსნოს ახასიათებს ბევრი პათოლოგია. საშვლოსნოს რამდენიმე „სართული" აქვს - ყელი, ღრუ, კედელი და დანამატები, ანუ მილები და ყველა მათგანის პათოლოგია ხშირად განაპირობებს საშვილონოს ამოკვეთას. თუკი ადრე მხოლოდ მუცელკვეთით ხდებოდა ოპერაციის ჩატარება, დღეს ლაპარასკოპიით ხდება მისი ამოკვეთა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი, ვაგინალური ქირურგია. საშვილოსნოს ამოკვეთა ხშირად სულაც არ არის კავშირში ონკოლოგიურ პათოლოგიებთან, მაგალითად საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, ყელის მძიმე დისპლაზია და ა.შ. მიომა ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა გინეკოლოგიაში, რა არის მისი მკურნალობის ძირითადი გზა? თუკი საშვილოსნოს ამოკვეთა ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა, მიომა ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა გინეკოლოგიაში. ყველა მიომა არ არის საოპერაციო, ის შეიძლება სრულიად უწყინარი იყოს და არაფერს არ უშლიდეს პაციენტს. მიომა საკმაოდ უწყინარი წარმონაქმნია გინეკოლოგიაში და გადაგვარების ძალიან დაბალი რისკი ახასიათებს. რაც შეეხება პოლიპსა და კისტას, უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. შეიძლება პაიენტმა არც კი იცოდეს რომ კისტა აქვს, სანამ პროფილაქტიკურ ექოსკოპიას არ გაიკეთებს. მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება კისტა, უნდა ჩატარდეს გარკვეული გამოკვლევები და დავადგინოთ არის თუ არა საოპერაციო. არის კისტა, რომელიც შეიძლება თავად გაქრეს და არის კისტა, რომელიც რისკს შეიცავს. პოლიპი კი არასტაბილური ქსოვილია, რა ზომისაც არ უნდა იყოს, მისახედია და საჭიროა ჰისტეროსკოპია. შესაძლოა თუ არა ჩვენს მიერ ჩამოთვლილმა პათოლოგიებმა გამოიწვიოს უშვილობა? უშვილობაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ქალის, არამედ წყვილის უშვილობაზე ვსაუბრობთ. როგორც წესი, მიზეზი არ არის ერთი და საქმე გვაქვს პათოლოგიათა ერთობლიობასთან.
როგორც წესი, თუკი ახალგაზრდა წყვილს სურს შვილის გაჩენა და ორსულობას ვერ აღწევს ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართონ ექიმს. 3-4 თვე არ არის ვადა, როდესაც სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.
არის მიომები, რომლებიც აშკარად უშლიან დაორსულებას, თუმცა არის მიომა, რომელიც არაფერ შუაშია შვილოსნობასთან. პოლიპი ზოგჯერ უშლის ხელს უშვილობას და, როგორც წესი, ხდება მისი ამოკვეთა. როდესაც წყვილი ქორწინდება, სასურველია პროფილაქტიკის მიზნით ნებისმიერმა ქალბატონმა ჩაიტაროს კონსულტაცია. როგორ მოვახდინოთ ამა თუ პათოლოგიის პრევენცია? როდესაც გინეკოლოგიაში ონკოლოგიაზე ვსაუბრობთ, სიმსივნეები სხვადასხვა ბუნებისა და ხასითის არის. საშვილოსნოს კიბო რადიკალურად განსხვავდება საკვერცხის კიბოსგან, როგორც გამოკვლევებით, ისე მკურნალობით. საშვილოსნოს კიბო როგორც ვიცით ვირუსით არის ძირითადად გამოწვეული ხდება. საკვერცხის კიბო კი ვერაგი დაავადებაა და მას წინასწარ ვერ გათვლი. შეგვიძლია ვნახოთ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი საკვერცხეზე და შემდეგ ხდება მისი უეცარი გადაგვარება სულ რამდენიმე თვეში. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/09/irakli-todua.mp3"][/audio]       [post_title] => ირაკლი თოდუა ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიებისა და მათი მკურნალობის შესახებ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => irakli-todua-yvelaze-gavrcelebuli-ginekologiuri-patologiebisa-da-mati-mkurnalobis-shesakheb [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-21 17:47:48 [post_modified_gmt] => 2017-09-21 13:47:48 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=166241 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 36 [max_num_pages] => 12 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 9fc649bba1926961307c7b8b6bf79088 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები