LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოლიუმის მჟავა და რკინის შემცველი პრეპარატები ქალებმა მთელი ორსულობის მანძილზე უნდა მიიღონ

471

ფოლიუმის მჟავისა და რკინის შემცველი პრეპარატები ქალებმა მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა მიიღონ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა. მედიკოსები ორსულებისა და ახალშობილების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ახალ რეკომენდაციებს განიხილავენ, შეხვედრას 12 ქვეყნის დარგის სპეციალისტი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.

ბერძულის თქმით, განახლდა 39 რეკომენდაცია, რომლებიც, განხილვის შემდეგ, ქვეყნების შიდა სტანდარტებში უნდა აისახოს. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი ორსულებში.ფოლიუმის მჟავისა და რკინის შემცველი პრეპარატების მიღების ვადებს ეხება.

„თუ ძველი რეკომენდაციის მიხედვით ფოლიუმის მჟავას 12 კვირამდე ორსულობის პერიოდში იღებდნენ, ასევე რკინის შემცველ პრეპარატს მხოლოდ ანემიის დიაგნოზისას, ახალი რეკომენდაციების მიხედვით, მათი მიღება აუცილებელი იქნება ყოველდღიურად, მთელი ორსულობის მანძილზე“, – განაცხადა ნინო ბერძულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები