LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forum.ge რუსეთში დაბლოკეს

187

რუსეთმა უდიდესი ქართული ინტერნეტფორუმი დაბლოკა, ინფორმაციას Democracy & Freedom Watch ავრცელებს.

რუსეთის სასამართლომ 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უმსხვილესი ქართული ინტერნეტფორუმი forum.ge დაბლოკა.

როგორც forum.ge -ზე დაწერეს, კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა პოლიტიკის განყოფილებაში 2011 წელს გახსნილი თემა –  „Мелочь, но приятно LV ფაქ რაშა!“, სადაც 100-გვერდიანი განხილვაა, მათ შორის რუსულ ენაზეც და სადაც რუსეთის პოლიტიკას ფორუმის წევრები ძალიან ცხარედ და რიგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელადაც აკრიტიკებენ.

forum.ge-ზე ასევე დაიწერა ისიც, რომ რუსეთის პროკურატურის მიერ ადრე დაბლოკილი იყო თემა:რუსეთ-უკრაინის ომი, LXXVI, თუმცა შემდეგ ამ თემას სანქცია მოხსნეს.

იქვე მითითებულია წყაროც, რუსეთის მიერ საქნცირებული გვერდების რეესტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g