LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოსომატური დაავადებები, რომლებიც მიგანიშნებენ სინამდვილეში რა გაწუხებთ

2241

ემოციები, რომლებსაც ვმალავთ, როგორც წესი ფარულად იწყებენ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას. ამიტომ, რაც უფრო ხშირად ”ვართმევთ სიტყვას” ჩვენს განცდებს, მით უფრო მწვავედ ვლინდებიან ისინი ფსიქოსომატურ დაავადებებში. როგორ გამოვიცნოთ მათი სიმპტომები და რაზე მიგვანიშნებენ ჩვენი ვერგამოხატული ემოციები?

ღვიძლის პრობლემები, როგორც წესი დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი მრისხანებით ან ფარული წყენითაა გამოწვეული. ადამიანებს ამ დაავადებით, როგორც წესი სხვების და საკუთარი თავის კატეგორიული შეფასება, განსჯა და დადანაშაულება ახასიათებთ, გამუდმებით წუწუნებენ, ყოველთვის რთულად ეგუებიან სიახლეებს და უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

690x580_0x3e4c1b8e_8227296711455880976

კანის პრობლემები (სიწითლე, აკნე) მათთვისაა დამახასიათებელი, ვინც მძიმე და მტკივნეული დაშორება გადაიტანა, ეშინია მარტო დარჩენის და უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ ადამიანი თავისდაუნებურად ან აუფასურებს ან ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარშემომყოფების აზრს საკუთარ თავზე და ხშირად დაჯერებაც კი, უჭირს, რომ ვინმეს მისი შეყვარება შეუძლია.

მტკივნეული შეგრძნება და ხმაური ყურებში იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს ან არ უნდა, ან ეშინია, როგორც გარშემომყოფების ისე საკუთარი თავის მოსმენა.

690x678_0x3e4c1b8e_12891298031455880515

ხშირი ანგინა, ყელის ტკივილი და მძიმედ სუნთქვა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი ან ვერ ბედავს რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ან იძულებულია მუდივად ”გადაყლაპოს” საკუთარი წყენა.

არასასიამოვნო შეგრძნება მუხლებში მათ ახასიათებთ, ვისაც არ უყვარს დათმობა და დამორჩილება. ასეთი ადამიანები, როგორც წესი ზედმეტად ამაყად გამოიყურებიან და ყოველთვის ინარჩუნებენ გარეგნულ სიმშვიდეს, თუმცა შინაგანად ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და აპროტესტებენ.

წელის ტკივილი მათი თანამგზავრია, ვისაც მომავლის და სიახლის ეშინაია, მატერიალური მდგომარეობის არასტაბილურობის განცდა აქვს და არ უნდა ზედმეტი ხარჯების გაწევა.

სიმძიმე კეფაში და ტკივილი კისრის არეში, მათ ჩვევიათ ვისაც ზეტმეტად მკაცრი ხასიათი აქვს, პირდაპირობისაა მიჩვეული და არ უყვარს მორჩილება.  

მხრებში ტკივილი ხელმძღვანელობასთან ფარულ კონფლიქტზე და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის არ აღების სურვილზე მეტყველებს, ან პირიქით – ასეთ ადამიანს ყველაფრი საკუთარ თავზე აქვს აღებული და ვერ უმკლავდება ყოველდღიურ პრობლემებს.

მტკივნეული შეგრძნება კბილებსა და ღრძილებში იმის სიგნალია, რომ დროა დაანებოთ თავი ”კრიჭაშეკრული” ცხოვრებას და ზოგჯერ მაინც გაიხსნათ ადამიანებთან.

690x622_0x3e4c1b8e_18691269381455880370

ფეხის ტერფების ტკივილი შეხსენებაა, რომ ადამიანმა ან უნდა ”დაამუხრუჭოს” ან პირიქით გარკვეული მიზეზებით საშინლად ეშინია მომავალში ნაბიჯის გადადგმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები