LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

A Song For You

შეყვარებული ადამიანის ვედრების გადმოსაცემად, რომელიც ტკივილს, გაუცხოებას და სევდას აერთიანებს კომპოზიტორს რამდენიმე წუთი დასჭირდა. A Song For You როკ მომღერალმა და პიანისტმა ლიონ რასელმა პირველი სოლო ალბომისთვის, სამოცდაათიან წლებში დაწერა. ეს მუსიკოსის  ერთერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა, რომელსაც სერ ელტონ ჯონმა ამერიკული კლასიკაც უწოდა.

ერთერთი პირველი ვინც დღეს უკვე ცნობილი სიმღერა შეასრულა, ენდი უილიამსი იყო. სწორედ ამ ჩანაწერმა თანამედროვე პოპულარული სიმღერების ჩარტში 29-ე ადგილი დაიკავა.

კრიტიკოსების აზრით საინტერესოა ჰერბი ჰენკოკისა და ქრისტინა აგილერას ქავერი, რომელიც ჩაიწერა ჰენკოკის 45-ე ალბომისთვის „possibility“. საყოველთაოდ ცნობილი სიმღერის ამ ვერსიას კლასიკური ქავერი უწოდეს, რომლის გამოც ჰენკოკი აგილერასთან ერთად, გრემიზე იყო წარდგენილი საუკეთესო ვოკალური პოპ კოლაბორაციის ნომინაციაში.

პოპულარულ ვერსიებზე საუბრისას მუსიკოსები დონი ჰეთეუეის შესრულებას იხსენებენ, რომელმაც ბალადა სამოცდაათიანებში საკუთარი ალბომისთვის ჩაწერა. ამბობენ რომ ჰიტი დონის სავიზიტო ბარათია.

საყოველთაოდ ცნობილი ჰიტის შექმნის ამბავი ერთი შეხედვით  ვრცელი არ არის, თუმცა ისტორიის ნაწილია უამრავი ქავერი, რომელთაგან ერთ-ერთი რეი ჩარლზმა შეასრულა. რატომ, არავინ ამბობს, მაგრამ ბევრ მელომანი მიიჩნევს რომ სიმღერის ავტორი მისტერ რეია.

ცნობილი სიმღერის ასობით ოფიციალური  ქავერი არსებობს და ჰიტი ისეთმა მომღერლებმა შეასრულეს, როგორებიც არიან: უიტნი ჰიუსტონი, ნატალი ქოული, მაიკლ ბუბლე და სხვები.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

 

https://www.youtube.com/watch?v=7tvxSNyN1ok