LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო სოლოღაშვილი: „ძალიან ბევრი კომპოზიტორისთვის ახალი პროექტი დიდი მოტივაცია იქნება“

„პირველ რიგში მადლობა ამდენი სითბოსთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ეს სითბო უკან დაგიბრუნოთ; რაც ეხება ჩვენს წამყვანობას, ეს ძალიან კარგი სიახლეა; გამიხარდა, როცა ამ პროექტზე მუშაობა შემომთავაზეს. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როცა გავიგე, თიკასთან ერთად მომიწევდა მუშაობა. თიკა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ხან ერთ კონკურსში ვმონაწილეობდით, მერე ეს კონკურსი მოვიგეთ, მერე იგივე კონკურსის წამყვანები ვიყავით. თიკასთან ძალიან ბედნიერი წარსული მაკავშირებს და აწმყოც ხომ თავისთავად; თიკას ყოველი ნახვა ზეიმია; თიკაზე შემიძლია მთელი ცხოვრება ვისაუბრო. ის, ისეთი ადამიანია – ნათელი, მეგობრული, ჭკვიანი, განათლებული. ასეთი მეორე არ მეგულება, თუმცა არიან კიდევ ასეთი ადამიანები, ვის რიგებშიც თიკა შედის. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მომიწევს ყოფნა. ყოველ ორშაბათს, ათ საათს დაველოდებით ხოლმე მაყურებელთან და მსმენელთან ერთად. 23 აპრილიდან. არასდროს ასეთი რამ არ ყოფილა – შეიძლება არსებობდეს გარკვეული შეუთანხმებლობა კონკრეტულ საკითხზე და ეს ნორმალურია, მაგრამ მე და თიკას არ გვახსენდება. თუ ყოფილა, იმდენად უმნიშვნელო, რომ არც მე, არც თიკას, არ გვახსენდება. ამ კუთხით ცოტა უინტერესოები ვიქნებით. პირადა მე, ძალიან მიყვარს ქალაქური სიმღერა, ქართული ესტრადა; რთულია ქართული სიმღერა და რთულია კარგად იმღერო. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი კომპოზიტორისთვის ახალი პროექტი დიდი მოტივაცია იქნება; კარგი იქნება მომღერლებისთვის, დამწყები იქნება, თუ პროფესიონალი“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში აჩიკო სოლოღაშვილმა ახალი პროექტის „მხოლოდ ქართული“ შესახებ ისაუბრა. ქართული მუსიკალური შოუს წამყვანი ბედნიერია, რომ ის თიკა ფაცაციასთან ერთად იმუშავებს.