LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენდი საქართველოდან “Friendly Mosquito” და მაკო კვიტაიშვილი ფესტივალის YAMAHA E-Band Competition გამარჯვებულები არიან

Friendly Mosquito“-ს გვერდზე მოგვივიდა მოწვევა და შემოგვთავაზეს, რომ ჩვენც გაგვეგზავნა ჩვენი Live-ი და მონაწილეობა მიგვეღო ფესტივალზე – YAMAHA E-Band Competition; სიმართლე რომ გითხრა, არ მჯეროდა, რომ მე და ჯგუფი გავიმარჯვებდით. თან, ორ ნომინაციაში გავიმარჯვეთ – საუკეთესო ბენდი და საუკეთესო ვოკალისტი; ერთი კვირის წინ, მოგვივიდა მეილზე პასუხი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და მივემგზავრებით ტოკიოში, YAMAHA-ს ქარხანაში და გვჩუქნიან საჩუქრებს. მივყავართ ბევრ ჩამწერ სტუდიაში, სადაც ვნახავთ თუ როგორ მუშაობენ სხვა ბენდები და როგორ იწერება მათი მუსიკა; ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს; ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ და საქართველო მსოფლიომ გაიცნოს; გამიმართლა, რომ ასეთი ბრენდის წარმომადგენლებმა მიგვიწვიეს; არ მეგონა, რომ მე და ჩემი ჯგუფი ამას შევძლებდით და ორ ნომინაციაში გავიმარჯვებდით; ასეთი ნაბიჯის შემდეგ, არ გვინდა რომ გავჩერდეთ, როცა ასე გაგვიმართლა; გვქონდა მოწვევა ტორონტოდანაც, საუკეთესო ბენდების ფესტივალზე, ადაც სამწუხაროდ ვერ მოვხვდით იმიტომ, რომ საქართველოში დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ; ახლა გადავწყვიტეთ რომ ისევ მოვხვდეთ ფესტივალზე, კანადაში და ჩვენი დაფინანსებით წავიდეთ თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაიცნონ ამერიკაში” – ქართული ბენდის “Friendly Mosquito”-ს სოლისტმა რადიო “ფორტუნას” ეთერში “YAMAHA”-ს ფესტივალზე, ორ ნომინაციაში მოპოვებულ გამარჯვებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.